სარეიტინგო სააგენტომ Moody’s ორ ქართულ ბანკს განახლებული რეიტინგი მიანიჭა. სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა TBC ბანკს რეიტინგი გაუუმჯობესა. Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი ადგილობრივ ვალუტაში Ba3 -დან Ba2 -მდე გაზარდა, უცხოურ ვალუტაში კი B1-დან Ba3 -მდე. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზი კვლავ “სტაბილურია”.
სარეიტინგო სააგენტომ გააუმჯობესა “საქართველოს ბანკის” რეიტინგიც Ba2 დონემდე, ასევე “სტაბილური” პროგნოზით.
ბანკის რეიტინგის ცვლილებაზე გავლენა იქონია Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებამ , – Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ბოლოს (Ba3) 2010 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა.
დატოვე კომენტარი