სარეიტინგო სააგენტო Moody’s საქართველოში დაგეგმილ რეფორმებს აფასებს. სააგენტო აღნიშნვას, რომ რეფორმები, რომლის მიზანია მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერება, მოქნილი გაცვლითი კურსის არსებობა, ვაჭრობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარება და საბანკო ზედამხედველობის გაძლიერება, დაეხმარა ქვეყნის ეკონომიკას და საბანკო სექტორს, რათა გამკლავებოდნენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ფინანსურ და სავალუტო შოკებს, რომელსაც რეგიონში 2014-2016 წლებში ჰქონდა ადგილი.
მიუხედავად ამისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორი და შესაძლო საგარეო შოკი კვლავ ზღუდავს ქვეყნის რეიტინგს. გარე შოკების მიმართ დაუცველობის ერთ-ერთ მიზეზად Moody’s მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და ბანკების მაღალ დოლარიზაციას ასახელებს.
Moody’s აღნიშნავს, რომ მიმდინარე რეფორმები, – მათ შორის საჯარო ადმინისტრირების, ფისკალური სტაბლურობის და განათლების რეფორმა, ასევე რეფორმები რომელიც ქვეყანაში შიდა დანაზოგების შექმნას შეუწყობს ხელს, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკასა და ინსტიტუტებზე, რათა ისინი გაუმკლავდნენ ზემოთ ნახსენებ ორ მთავარ საკრედიტო სისუსტეს.
Moody’s-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საგარეო შოკების მიმართ დაუცველობა საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მთავარი საფრთხეა. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მცირე შიდა დანაზოგები სახელდება, რაც ასევე გავლენას ახდენს დაბალ შემოსავლებზე. შედეგად, საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საგარეო დაფინანსებასა და შიდა ინვესტიციებზე.
რაც შეეხება გეოპოლიტიკურ რისკებს, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2012 წლიდან გაუმჯობესდა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა. ჩვენი ვარაუდია, პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირეისპირებას იწვევს, სტატუს-კვო შენარჩუნდება, მაგრამ მომდევნო 12-18 თვეში ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში პროგრესი შესამჩნევი იქნება“, – წერს სააგენტო.
დატოვე კომენტარი