Morgan Stanley-ი პირველი უმსხვილესი ამერიკული ბანკი გახდა, რომელიც მომხმარებლებს ბიტკოინის ფონდებზე წვდომას სთავაზობს. ბანკმა თავის ფინანსურ მრჩევლებს უკვე აცნობა, რომ აპირებს სამი ფონდის ამოქმედებას, რომელიც ბიტკოინის გამოყენებას უზრუნველყოფს.
აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. თავად Morgan Stanley-ში კი ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, გასულ თვეს ბანკმა NY Mellon-მაც განაცხადა ახალი განყოფილების შექმნის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს ციფრული აქტივის შენახვაში, გადარიცხვასა და გამოშვებაში დაეხმარება. მსგავს ფონდებზე წვდომა მხოლოდ იმ მომხმარებლებს ექნებათ, რომელთაც სულ მცირე $2 მილიონის ღირებულების აქტივები აქვთ ბანკში. იმავეს შესაძლებლობა ექნებათ საინვესტიციო კომპანიებსაც, სულ მცირე, $5 მილიონის ბანკში ფლობის შემთხვევაში.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასი გასული კვირის ბოლოს რეკორდულ ნიშნულამდე – $61,781.83-მდე გაიზარდა. თუმცა, მას შემდეგ მცირედით შემცირდა. ბოლო პერიოდში ბიტკოინს მხარდაჭერა Tesla-მ და Square-მა გამოუცხადეს.
დატოვე კომენტარი