მოსახლეობის შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

მოსახლეობის შემოსავლით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით 10 747 (PPP) დოლარი იყო და ამ მაჩვენებლის სიდიდით საქართველომ 190 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2016 წელსაც 108 ადგილზე ვიყავით 10 053 (PPP) დოლარით. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 481 (PPP) დოლარამდე გაიზრდება და რეიტინგში 108-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მაღალი კატარაშია – 124 529 დოლარი, მეორე ადგილზე ლუქსემბურგია 106 374 დოლარით. ყველაზე ღარიბი ქვეყანა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა წლიური 677 დოლარით. ბოლოდან მეორეზე ბურუნდია 735 დოლარით.

შემოსავლების მიხედვით საქართველოსთან ყველაზე ახლოსა დომინიკა (11 102 დოლარი) და კოსოვოა (10 515 დოლარი).

ცხრილი: ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები 2017 წელს

ქვეყანა

PPP დოლარი

კატარი

124,529

ლუქსემბურგი

106,374

სინგაპური

93,905

ბრუნეი

78,196

ირლანდია

75,538

ნორვეგია

71,831

არაბთა გაერთიანებული ემირატები

67,741

ქუვეითი

66,163

შვეიცარია

61,422

ჰონგ კონგი

61,393

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *