ცოლ-ქმარ კრის ჰალიმსა და რაენა ლიმს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რა წარმატებას მიაღწევდნენ მას შემდეგ, როცა სამსახურები დატოვეს საკუთარი მოდის ბიზნესის წამოსაწყებად.
თუმცა, მათ იცოდნენ, რომ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მალე უნდა გაეტანათ. ამ რჩევას კი ისინი საკუთარ თავს დღემდე აძლევენ. ყოფილი კონსულტანტი, კრის ჰალიმი აღნიშნავს, რომ სტარტაპის დამფუძნებლებს, განსაკუთრებით კი საწყის პერიოდში, აქვთ ძლიერი ცდუნება, შექმნან სრულყოფილი პროდუქტი. გარდა ამისა, ისინი ყოველთვის ისწრაფვიან იმისაკენ, რომ ყველა მახასიათებელი ზედმიწევნით იყოს გათვალისწინებული.
„ამგვარი მიდგომა, ჩვენი გამოცდილებით, შეიძლება შეცდომა იყოს“ – განაცხადა Style Theory-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
როდესაც ჰალიმმა და მისმა ბანკირმა მეუღლემ, რაენა ლიმსმა, აღმოაჩინეს, რომ არსებობდა შესაძლებლობა სინგაპურში ტანსაცმლის გაქირავების მომსახურების შეთავაზებისა, მათ მომხმარებელთა მცირე რაოდენობისათვის მომსახურების გასაწევად და მომლოდინეთა სიის შესაქმნელად ძალიან მცირე დრო დახარჯეს.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი, წყვილმა გააფართოვა მომხმარებელთა ბაზა და ტანსაცმლის კოლექციაც მომხმარებელთა მოთხოვნებზე მოსარგებად.
რაენა ლიმსის რჩევით, საუკეთესო გზა იდეის განსახორციელებლად მისი მარტივად შექმნაა, მინიმალური მასშტაბის გათვალისწინებით, შემდეგ კი ბაზარზე დაუყოვნებლივ გატანა და მომხმარებელთა უკუკავშირის მიღებაა.
დატოვე კომენტარი