აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა და Brookings Institution-ის მკვლევარმა ბენ ბერნანკემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 30%-–ით კლებაა მოსალოდნელი. ბერნანკე, რომელიც “დიდი დეპრესიის“ მკვლევარია, ამბობს, რომ დიდი დეპრესიის პერიოდის ამჟამინდელ გამოწვევებთან შედარება ცუდი შედარებაა.
“ადამიანები ამ პერიოდს ადარებენ დიდი დეპრესიის პერიოდს. ეს არ არის ძალიან კარგი შედარება. დეპრესია მაშინ 12 წელს გაგრძელდა“, – აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ეს უფრო ბუნებრივი კატასტროფაა, და მასზე პასუხი უფრო სასწრაფო დახმარებაა, ვიდრე მასტიმულირებელი ან ანტი რეცესიული რეაგირება.
როგორც ბერნანკემ აღნიშნა, ის საკმაოდ მოხიბლულია ამჟამინდელი ფისკალური და მონეტარული რეაგირებით.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ბერნანკეს ეკონომიკური პროგნოზი საკმაოდ მკაცრია. იგი ამბობს, რომ მშპ-ის წლიური მაჩვენებელი შესაძლოა 30%–ით დაეცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესების ნაწილობრივ გახსნა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს.
“საერთო ჯამში ეს შესაძლოა, ძალიან ცუდი წელი იყოს აშშ–ის ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
დატოვე კომენტარი