2017 წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება 15%-ით გაიზარდა და 176,000 კვ.მ. შეადგინა. გაზრდილი მიწოდების 53% King David Business Center-ზე მოდის, რომელმაც A კლასის ბიზნეს ცენტრებს 12,000 კვ.მ. შემატა. ჯამში თბილისში საოფისე ფართებს მილიონზე მეტი კვ.მ უკავია.
Colliers International-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო წლებში A კლასის ოფისებში ფასები 4%-ით შემცირდა, ხოლო A- და B+ კლასებში ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა.
თბილისში ბიზნეს ცენტრების უმეტესობა საბურთალოზეა თავმოყრილი. კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს თბილისში თანამედროვე ბიზნეს ცენტრებს 12,464 კვ.მ შეემატება.
მიწოდების 20% მთაწმინდაზე მოდის, სადაც მხოლოდ A და A- კლასის ბიზნეს ცენტრებია თავმოყრილი, ამ მხრივ მთაწმინდა ყველაზე პრესტიჟულ უბნად ითვლება და ფასიც ყველაზე მაღალია.
თანამედროვე საოფისე ფართები თბილისის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
საბურთალო – 54,332 კვ.მ
მთაწმინდა – 25,124 კვ.მ.
დიდუბე – 11,025 კვ.მ.
ვაკე – 18,316 კვ.მ.
ჩუღურეთი – 16,911 კვ.მ.
კრწანისი 12,760 კვ.მ.
ისანი – 5 000 კვ.მ.
თბილისში ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართების ყველაზე მსხვილი საერთაშორისო დამქირავებლები არიან: EY, Deloitte, PwC, KPMG, Samsung, BBC, EBRD, ADB, Microsoft, JTI, Phillip Morris, Booking.com, Rompetrol.
A და B კლასის ბიზნეს ცენტრებში ქირის ღირებულება 2012 წლის შემდეგ 26%-ით შემცირდა. შემცირება კონკურენციის ზრდას უკავშირდება. კვლევის მიხედვით ფასის კლება მომავალშიც გაგრძელდება.
გასულ წელს კვ.მ იჯარის ფასი უბნების მიხედვით შემდეგი იყო (ფასი მოცემულია 1 კვ.მ-ზე):
- მთაწმინდა: $17.7
- ვაკე: $16.9
- ისანი – $14.6
- საბურთალო – $14.4
- კრწანისი – $14.1
- ჩუღურეთი – $13.5
- დიდუბე – $ 6.4
საქართველოში ე.წ. A კლასის 8 ბიზნეს ცენტრია:
- King David – (ალექსიძის ქუჩა N12) ფართობი: 12,000 კვ.მ.
- Aword – (ტატიშვილის ქუჩა N3) ფართობი: 3,500 კვ.მ.
- ტაბიძის N1 – ფართობი: 8,000 კვ.მ.
- Grato – (კოსტავას ქუჩა) ფართობი: 4,800 კვ.მ.
- Pixel 34 – (ჭავჭავაძის გამზირი) ფართობი: 11,200 კვ.მ.
- GMT Plaza – (თავისუფლების მოედანი) ფართობი: 3,000 კვ.მ.
- Merani – (გრიბოედოვის ქუჩა) ფართობი: 4,500 კვ.მ.
- Green Building – (მარჯანიშვილის ქუჩა) ფართობი: 2,400 კვ.მ.
გარდა ამისა, თბილისში A- კლასის 8 ბიზნეს ცენტრია. რაც შეეხება დაგეგმილ პროექტებს, მიმდინარე წელს თბილისს ორი ბიზნეს ცენტრი შეემატება: Axis Towers და MDM ბელიაშვილის ქუჩაზე.
დატოვე კომენტარი