მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მისმა აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა $12 მილიარდის მოცულობის დაფინანსება განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენასა და დისტრიბუციას, ასევე ტესტებს და სამკურნალო საშუალებებს უნდა მოხმარდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაფინანსების გეგმა $160 მილიარდიანი ფონდის ნაწილია, რასაც მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს 2021 წლის ივნისამდე განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად.
მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ დაფინანსების პროგრამა მოიცავს ტექნიკურ მხარდაჭერასაც მიმღები ქვეყნებისთვის, ასე რომ მათ შეეძლებათ მოემზადონ ვაქცინების დისტრიბუციისთვის და საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ათობით კომპანია მუშაობს. მათგან მხოლოდ რამდენიმეა შემოწმების ბოლო ეტაპზე.
დატოვე კომენტარი