დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, 22-26 იანვარს ბლოკჩეინის გლობალური ბიზნეს საბჭოს (GBBC) შეხვედრა გაიმართება. ფორუმის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ ტექნოლოგიებზე როგორიც ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებია.
პანელების ფარგლებში, მთელი კვირის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება GBBC-ის ანგარიში, რომელიც შეეხება გლობალურ კვლევას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასა და რეგულირებაზე.
GBBC ამ დროისთვის მსოფლიოს 30 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს. საბჭო ოფიციალურად გასულ წელს მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე დაფუძნდა. ორგანიზაცია ბიზნეს ლიდერებს და სახელმწიფოებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება.
ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არაერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს.
დატოვე კომენტარი