მიუხედავად იმისა, რომ კორონაპანდემია სპორტის მრავალ სახეობას შეეხო, სტადიონები – გულშემატკივრების, ათლეტები კი შემოსავლის გარეშე დატოვა, ზოგიერთი სპორტსმენისათვის 2020 წელი მაინც გამორჩეული აღმოჩნდა.
Forbes-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტის საერთო შემოსავალმა გასული 12 თვის განმავლობაში $1.05 მილიარდს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 28%-ით მეტია.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის გამო განსაკუთრებულად დაზარალდა სპორტის წამყვანი სახეობები – მათ შორის, ფეხბურთი და კალათბურთი, რაც ჩასატარებელი შეხვედრების განახევრებულ და მეტად შემცირებულ რაოდენობებში გამოიხატა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, შემოსავლების პირდაპირპროპორციულია.
გთავაზობთ გასული წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენის სიას:
კონორ მაკგრეგორი
სპორტის სახეობა: შერეული საბრძოლო ხელოვნება (MMA)
ასაკი: 32
შემოსავალი: $180 მილიონი
ლიონელ მესი
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ასაკი: 33
შემოსავალი: $130 მილიონი
კრიშტიანუ რონალდუ
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ასაკი: 36
შემოსავალი: $120 მილიონი
დაკ პრესკოტი
სპორტის სახეობა: ამერიკული ფეხბურთი
ასაკი: 27
შემოსავალი: $107.5 მილიონი
ლებრონ ჯეიმსი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ასაკი: 36
შემოსავალი: $96.5 მილიონი
ნეიმარი
სპორტის სახეობა: ფეხბურთი
ასაკი: 29
შემოსავალი: $95 მილიონი
როჯერ ფედერერი
სპორტის სახეობა: ჩოგბურთი
ასაკი: 39
შემოსავალი: $90 მილიონი
ლუის ჰემილტონი
სპორტის სახეობა: FORMULA 1
ასაკი: 36
შემოსავალი: $82 მილიონი
ტომ ბრეიდი
სპორტის სახეობა: ამერიკული ფეხბურთი
ასაკი: 43
შემოსავალი: $76 მილიონი
კევინ დურანტი
სპორტის სახეობა: კალათბურთი
ასაკი: 32
შემოსავალი: $75 მილიონი
დატოვე კომენტარი