ეთიოპიის ეკონომიკა 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტად გაიზრდება, – მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ს ზრდის ტემპი 2017 წელს 8,3% იქნება. შედარებისთვის – გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 2,7%-ია.
დასავლეთ აფრიკული ქვეყანის ეკონომიკური ზრდის სტიმულირება მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით გააქტიურებას უკავშირდება, თუმცა ამ ფონზე ქვეყნის ვალი გაიზარდა და ბოლო ორ წელში მშპ-ს 50%-ს მიაღწია.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიოში ვაჭრობა 4%-ით გაიზრდება, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 2,4% იყო.
2017 წლის პროგნოზით, ყველაზე მეტ ზრდას უმეტესად აფრიკული და აზიური სახელმწიფოები მიაღწევენ.
მსოფლიოში ნომერ მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა უზბეკეთია, – ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 7,6%-ია, რაც უმეტესად ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება.
მესამე ადგილზე ნეპალია – ქვეყანაში 2017 წელს მსოფლიო ბანკი 7,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მსოფლიო ბანკი ნეპალში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზებით ხსნის.
ინდოეთი მეოთხე ადგილს იკავებს 7,2%-იანი ეკონომიკური ზრდით. მიზეზად ექსპორტის და სამთავრობო ხარჯების ზრდა სახელდება. 7,2%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი ტანზანიაშიც; ჯიბუტის რესპუბლიკასა და ლასოში კი 7%-იანი.
6,9%-ით გაიზრდება ფილიპინების, მეიმარისა და კამბოჯას ეკონომიკები.
რაც შეეხება საქართველოს, – მსოფლიო ბანკი 2017 წელს საქართველოში 3,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ბანკი საქართველოში 2018 წლისთვის 4%-იან 2019 წლისთვის კი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.
დატოვე კომენტარი