მსოფლიოს 100 წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტის რეიტინგი

მსოფლიოს 100 წამყვანი ვენჩურული კაპიტალისტის რეიტინგი

ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ეპოქა, როგორიც Coinbase-ი, Kuaishou და Stripe-ი არიან, მსოფლიოს წამყვან ვენჩურ­-­კაპიტალისტებში გუშაგთა ცვლილებას მოასწავებს. Forbes-ის მიდასის რეიტინგი, რომელსაც აწ უკვე მე-20 წელია, ვადგენთ, წელს 24 ახალწვეულს მიესალმება, მათ შორის, პირველ ინვესტორებს სამხრეთ ამერიკიდან. აქ წლევანდელი რეიტინგის ნიშანდობლივი მომენტებია მოყვანილი, მათ რიცხვში, ყველაზე დიდი გარიგებები, პირველი 20-ეული და პირველი ადგილის ახალი მფლობელი. მიდასის 100-ეულის სრულად გასაცნობად, ბიოგრაფიების, ანალიზისა და სხვა ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ვებგვერდს ეწვიოთ: forbes.com/midas.

კრიზისგამძლე

გასულ წელს, სულ რაღაც ორ დღეში, ალფრედ ლინი აშშ­-ის ტექნოლოგიური ფირმების მიერ აქციათა განაღდების 10 უმსხვილესი პრეცედენტიდან ორის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 9 დეკემბერს, საკვების ადგილზე მიტანის სერვისმა DoorDash-მა საჯაროდ დაიწყო ბრუნვა ნიუ­-იორკის საფონდო ბირჟაზე; ამავე დღის ბოლოს მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $60 მილიარდი შეადგინა. მომდევნო დღეს სახლების გაქირავების ლიდერი Airbnb Nasdaq-ზე გავიდა და $79 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციაც მოიხვეჭა.

Photo by Christie Hemm-Klok

 

ეს ორი შედეგიც კი საკმარისი იყო, რომ ლინისა და მისი ვენჩურული კაპიტალის ფირმა Sequoia-ს მოგებებს $21 მილიარდისთვის გადაეჭარბებინა (გავრცელებული ცნობებით, ყოველ შემთხვევაში). ეს ორი შედეგია, დიდწილად, იმაზე პასუხისმგებელიც, რომ ყურის ოლქის მკვიდრი ლინი, რომელიც ასევე საბითუმო ვაჭრობის ბაზრობა Faire-სა და სოციალური მედიის პლატფორმა Reddit-ს აფინანსებს, ჩვენს ყოველწლიურ მიდასის რეიტინგში 32-ე ადგილიდან 1-ელ ადგილას დაწინაურდა. 

ლინის საფირმო ნიშანი ისაა, რომ ორგანიზაციებს ის იმგვარ შენება-­განვითარებაში ეხმარება, როგორც ეს Zappos-ისთვის გააკეთა, სადაც ერთხანს თავმჯდომარედ და ოპერაციების დირექტორად მსახურობდა. მან და მისმა ჯგუფელმა Harvard-იდან, აწ განსვენებულმა ტონი ჰსიმ თავიანთი პირველი სტარტაპი $265 მილიონად გაყიდეს, ხოლო მიღებული თანხების ნაწილი ჩაღვარეს ინკუბატორში, რომელიც Zappos-ზე ფსონის დამდებთაგან ერთ­-ერთი პირველი იყო. ეს ფეხსაცმლის მოვაჭრე მათ Amazon-ს მიჰყიდეს 2009-ში. ერთი წლის შემდეგ ლინი Sequoia-ს შეუერთდა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე რამდენიმე საწყისი საინვესტიციო ჩეკი გამოეწერა ბრაიან ჩესკის ახალბედა და პერსპექტიული Airbedandbreakfast.com-ისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ლინს იქ სამსახური შესთავაზეს, ჰოდა, 2012-ში მის საბჭოს შეუერთდა, მალე კი იქაურ ოფისში კვირაში ერთ დღეს მაინც ატარებდა. როცა მსოფლიოს პანდემია დაატყდა და 2020-ის მარტში Airbnb-ის ბიზნესი „უფსკრულის“ წინაშე აღმოჩნდა, ლინი აქტიურად ჩაება საქმეში და ჩესკისა და Airbnb-ის საბჭოს დანარჩენ წევრებთან მჭიდროდ დაიწყო თანამშრომლობა, რათა ხარჯები შეეკვეცათ, თანამშრომლები დროებით დაეთხოვათ, სესხი აეღოთ კომპენსაციათა დასაფარავად და ბიზნესისთვის იმგვარად ეცვალათ გეზი, რომ ის „ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის“ მოგზაურობაზე ფოკუსირებულიყო. ანალოგიურად, ლინი DoorDash-ის ტონი ქსიუსაც დაეხმარა, რომელიც 2014-ის Series A რაუნდში დაეფინანსებინა. ლინის წყალობით, უსაფრთხოების აღჭურვილობის უზრუნველყოფა მოხდა ადგილზე მიტანის კონტრაქტორებისთვის, შესაძლებელი გახდა საკომისიოთა შეკვეცა და საგანგებო სიტუაციათა თანამშრომლებისთვის უფასო საკვების შეთავაზება. 

„ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ასეთი მხარდამჭერი პარტნიორი გყავს სტრესულ მომენტებში, – ამბობს ქსიუ. – ხოლო მერე, როცა ეს სტრესული ეპიზოდი გადაივლის, ეს ადამიანი უკვე სასარგებლო გამოწვევას გიწყობს… ალფრედმა იცის, როდის და როგორ დააბალანსოს თავისი ორი თვისება“. 

„ვფიქრობ, ეს რთული პერიოდი ერთგვარად სახალისოა, – ამატებს ლინი. – იმიტომ არა, რომ მაზოხისტი ვარ, უბრალოდ ვთვლი, რომ სანამ გამოცდის წინაშე არ აღმოჩნდები, მანამდე არ იცი, რამდენად გამძლე ღირებულების ბიზნესი გაქვს შექმნილი“. 

აღსანიშნავი ახალწვეული

სამი სტარტაპის დაფუძნებისა და Stanford-ში ინჟინერიის სწავლების შემდეგ, ესპანეთში დაბადებულმა მარ ჰერშენსონმა Pear VC ჩაუშვა ყოფილ ხალიჩების მოვაჭრესთან, პეჯმან ნოზადთან (მე-15 ადგილის მფლობელი) ერთად. მათმა ადრეულმა ფსონმა DoorDash-ზე ისინი მიდასის 100-ეულში მოახვედრა. 29-ე ადგილას გასული ჰერშენსონი წლევანდელი რეიტინგის 12 ქალიდან ერთ-ერთი გახლავთ.

Photo by Christie Hemm-Klok
ზრდის სააქციო კაპიტალი

გარიგებათა ღირებულებით დაწყებული, ფონდთა რაოდენობით დამთავრებული, ვენჩურ-კაპიტალის გლობალური ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიბერა. ქვემოთ 2002-ის, ანუ ყველაზე ადრეული ხელმისაწვდომი მონაცემები, და 2020-ის მონაცემებია შედარებული (და კორექტირებული ინფლაციის მიმართ).

წყარო: PitchBook
სუპერწარმატებულები

ინტერნეტის ეს გამორჩეული წევრები მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში ეხმარებიან, ნებისმიერ ადგილას იმუშაონ შინიდან, მოუსმინონ მუსიკას, იშოპინგონ ონლაინ და ურთიერთდაკავშირებულნი დარჩნენ ეპოქაში, რომელშიც ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო ვირტუალური გახდა. გარდა ამისა, ინვესტორთა უმეტესობას ისინი წლევანდელ მიდასის რეიტინგში მოხვედრაშიც დაეხმარნენ.

მიდასის ლეგენდები

ერთადერთი ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც მიდასის რეიტინგის 20-ვე გამოშვებაში არის მოხვედრილი, მილიარდერი ჯონ დორია – Kleiner Perkins-ის პარტნიორი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინვესტიცია განახორციელა Amazon-ში, Compaq-სა და Google-ში ისევე როგორც DoorDash-ში, Slack-სა და მრავალ სხვა კომპანიაში. მასთან ახლოა Sequoia-ს პარტნიორი და ყოფილი ჟურნალისტი მაიკლ მორიცი – ინაუგურალური წევრი, რომელიც რეიტინგს ერთადერთხელ, 2018-ში გამოეთიშა.

მიდასის რეიტინგის აქტიური წევრები: ვინ არის ყველაზე ხშირი სტუმარი?

პირველი ოცეული

ალფრედ ლინი

ფირმა: Sequoia

აღსანიშნავი გარიგება: Airbnb 

ნილ შენი 

ფირმა: Sequoia China 

აღსანიშნავი გარიგება: Xpeng 

ჰანს ტანგი 

ფირმა: GGV Capital 

აღსანიშნავი გარიგება: Wish 

რიჩარდ ლიუ

ფირმა: 5Y Capital 

აღსანიშნავი გარიგება: Xiaomi 

მაიკლ სპეიზერი 

ფირმა: Sutter Hill Ventures 

აღსანიშნავი გარიგება: Snowflake 

სატიშ დჰარმარაჯი 

ფირმა: Redpoint Ventures 

აღსანიშნავი გარიგება:  Snowflake 

კრის დიქსონი

ფირმა: Andreessen Horowitz 

აღსანიშნავი გარიგება:  Coinbase 

ჟენ ჟანგი 

ფირმა: Gaorong Capital 

აღსანიშნავი გარიგება: Pinduoduo 

როელოფ ბოთა 

ფირლმა: Sequoia 

აღსანიშნავი გარიგება: Unity 

ლი ფიქსელი

ფირმა: Addition 

აღსანიშნავი გარიგება: Roblox 

ნავინ ჩადჰა

ფირმა: Mayfield 

აღსანიშნავი გარიგება: Poshmark 

სამეერ განდი 

ფირმა: Accel 

აღსანიშნავი გარიგება: CrowdStrike 

ჯეფ ჯორდანი

ფირმა: Andreessen Horowitz 

აღსანიშნავი გარიგება: Airbnb 

ჯან ჰამერი 

ფირმა: Index Ventures 

აღსანიშნავი გარიგება: Robinhood 

პეჯმან ნოზადი 

ფირმა: Pear Ventures 

აღსანიშნავი გარიგება: DoorDash 

პიტერ ტილი

ფირმა: Founders Fund 

აღსანიშნავი გარიგება: Airbnb 

სკოტ შლეიფერი 

ფირმა: Tiger Global Management 

აღსანიშნავი გარიგება: Postmates 

ჯო ლონსდეილი

ფირმა: 8VC 

აღსანიშნავი გარიგება: Wish 

ჯერემი ლიე 

ფირმა: Lightspeed, Venture Partners 

აღსანიშნავი გარიგება: Affirm 

ბილ გერლი

ფირმა: Benchmark 

აღსანიშნავი გარიგება:  Uber

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *