ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს 2021 წლის ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოებია გამოვლენილი. კორონავირუსის პანდემიაზე ეფექტიანმა რეაგირებამ და მოსახლეობას შორის სოლიდარობამ, 2020 წლის რეიტინგის ბევრი წამყვანი სახელმწიფო მიმდინარე წლის ანგარიშში პოზიციურად დააწინაურა.
კვლევის თანახმად, ყველაზე ბედნიერი ქვეყნის წოდებას უკვე მეოთხე წელია ფინეთი ინარჩუნებს. მეორე ადგილზე პანდემიაზე ეფექტიანი რეაგირების შემდეგ ისლანდია მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ისლანდია წინა წლის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა. თავის მხრივ, დანიამ დაკარგა მეორე ადგილი და ამჯერად ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში მესამე პოზიციას დასჯერდა. დანიას შვეიცარია, ნიდერლანდები და შვედეთი მოჰყვება, რომლებიც შესაბამისად მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პოზიციებს ინაწილებენ. წინა წელთან შედარებით 10 პოზიციით გაუმჯობესდა გერმანიის მაჩვენებელი და 2021 წელს გერმანია მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა.
მსოფლიოს 2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ოცეული ასე გამოიყურება:
- ფინეთი
- ისლანდია
- დანია
- შვეიცარია
- ნიდერლანდები
- შვედეთი
- გერმანია
- ნორვეგია
- ახალი ზელანდია
- ავსტრია
- ისრაელი
- ავსტრალია
- ირლანდია
- ამერიკის შეერთებული შტატები
- კანადა
- ჩეხეთის რესპუბლიკა
- ბელგია
- გაერთიანებული სამეფო
- ტაივანი
- საფრანგეთი
საქართველო აღნიშნულ რანჟირებაში 73-ე ადგილს იკავებს. რეგიონის ქვეყნებიდან რანჟირების სისტემაში ვხვდებით რუსეთსა და თურქეთს. რუსეთის ფედერაცია რეიტინგში საქართველოზე წინ არის, თურქეთი კი 78-ე პოზიციას იკავებს.
დატოვე კომენტარი