მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, კერძო ფირმები მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაციის დაგროვებასა და ინდუსტრიის მომავლის ფორმირებას აქტიურად აგრძელებენ. ამაზე CB Insights-ის მონაცემებიც მეტყველებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით კერძო კომპანიების უახლეს შეფასებებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რეიტინგში AI-კომპანიები დომინირებენ, რაც ხელოვნური ინტელექტის ბუმით არის განპირობებული. მათ შორის ტოპ-10-ში ვხვდებით ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ის, რომელიც $300-მილიარდიანი შეფასებით მესამე ადგილზეა. კიდევ ერთი AI-სტარტაპი Anthropic-ი მეშვიდე ადგილს იკავებს. ის $62 მილიარდად არის შეფასებული. Anthropic-ს მერვე პოზიციაზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია xAI მოჰყვება, რომლის ღირებულება $50 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა სამივე კომპანიამ ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნა.

მათთან ერთად გამოსარჩევია Safe Superintelligence-ი, რომელიც OpenAI-ისა და Anthropic-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ შეიქმნა. არსებული მონაცემებით, კომპანია $30 მილიარდად არის შეფასებული. ასევე ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრშია Scale AI, რომელშიც ცოტა ხნის წინ Meta-მ 49%-იანი წილი შეისყიდა. Scale AI სიაში 26-ე პოზიციაზეა, თუმცა მისი შედგენისას მონაცემებში ეს გარიგება არ იყო გათვალისწინებული. ვინაიდან განახლებული მონაცემებით Scale ამჟამად 29 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, შესაბამისად, ის რეიტინგში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა კომპანია AI-ის, როგორც დამატებით ინსტრუმენტს იყენებს. მათ შორისაა Databricks-ი, Grammarly,  Colossal-ი და სხვა.

მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია 2025 წელს:
ადგილიკომპანიაქვეყანაღირებულება ($, მლრდ)
1🚀 SpaceXაშშ350
2📱 ByteDanceჩინეთი300
3🧠 OpenAIაშშ300
4💳 Stripeაშშ70
5👗 SHEINსინგაპური66
6📊 Databricksაშშ62
7🤖 Anthropicაშშ62
8🌌 xAIაშშ50
9💱 Revolutგაერთიანებული სამეფო45
10🎨 Canvaავსტრალია32
11🏈 Fanaticsაშშ31
12🛡️ Safe Superintelligenceაშშ30
13🏦 Chimeაშშ25
14🎮 Epic Gamesაშშ23
15🧭 Miroაშშ18
16📸 Xiaohongshuჩინეთი17
17🧾 Ripplingაშშ17
18📚 Yuanfudaoჩინეთი16
19📷 DJI Innovationsჩინეთი15
20💬 Discordაშშ15
21🛍️ Gopuffაშშ15
22🥤 Yuanqi Senlinჩინეთი15
23💸 Rippleაშშ15
24🛒 Klarnaშვედეთი15
25🛰️ Andurilაშშ14
26🧪 Scale AIაშშ14 → 29
27🌊 OpenSeaაშშ13
28⚙️ Celonisგერმანია13
29💼 Rampაშშ13
30✍️ Grammarlyაშშ13
31❤️ Devoted Healthაშშ13
32🌍 Deelაშშ13
33🛒 Faireაშშ13
34🏢 Brexაშშ12
35🚬 JUUL Labsაშშ12
36🪙 Bitmain Technologiesჩინეთი12
37🌱 GoodLeapაშშ12
38🧺 Xingsheng Selectedჩინეთი12
39📋 Airtableაშშ12
40🚗 ZongMu Technologyჩინეთი11
41🌐 Global Switchგაერთიანებული სამეფო11
42💳 Checkout.comგაერთიანებული სამეფო11
43⚡ Boltაშშ11
44🔮 Alchemyაშშ10
45🧬 Colossalაშშ10
46🚛 Huolalaჩინეთი10
47🧠 Thinking Machines Labაშშ10
48👥 Gustoაშშ10
49🚘 Chehaoduoჩინეთი10
50📞 Talkdeskაშშ10