2017 წლის Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 10 საუდის არაბეთიდან იყო, მიმდინარე წელს კი სიაში ვერცერთი მათგანი ვერ მოხვდა. კორუფციული სკანდალის გამო, გამოცემამ საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებისა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ქონების დათვლა ვეღარ შეძლო. საუდის არაბეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, რომლის ლიდერების ქონებას Forbes ვერ ითვლის. უმეტესად ძნელია ნაკლებ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების ქონების დათვლა.
თუმცა, მიმდინარე წელს გამოცემამ შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონება. 72 წლის ტრამპი ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 766-ე ადგილს იკავებს და ის ამჟამად $3.1 მილიარდის მფლობელია. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია.
მსოფლიოს უმდიდრეს პოლიტიკოსებს შორის მოწინავეა მაიკლ ბლუმბერგი. ნიუ-იორკის ყოფილი მერის ქონება Forbes-ს $52.2 მილიარდად აქვს შეფასებული და ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ პირებს შორის მე-11-ე ადგილს იკავებს.
რამდენიმე მილიარდის მფლობელია იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის ოჯახი. ის პირველად იტალიის პრემიერი 1994 წელს გახდა. მისი და მისი ოჯახის ქონება კი Forbes-ს $6.9 მილიარდად აქვს შეფასებული. ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კი ის 190-ე ადგილზეა.
$9.2 მილიარდს ფლობს მიხეილ პროხოროვი. The Brooklyn Net-ის მფლობელი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 158-ე ადგილს იკავებს. პირველად პოლიტიკაში ის 2011 წელს გამოჩნდა. 2012 წელს კი მან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმების მხოლოდ 7.9% მიიღო.
$9.1 მილიარდს ფლობს ჩინელი იონგ ქინგოუ, Hangzhou Wahaha-ის დამფუძნებელი, რომელიც ჩინეთში სასმელების მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა. მისი პოლიტიკური წარსული კი ჩინეთის ნაციონალურ სახალხო კონგრესს უკავშირდება, რომლის დელეგატიც ის 2002 წლიდანაა.
$7.5 მილიარდად აქვს შეფასებული Forbes-ს სავიტრი ჯინდალის და მისი ოჯახის ქონება. მისი მეუღლე უმსხვილესი ინდური კომპანიის Jindal Group-ის დამფუძნებელი იყო, 2005 წელს კი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საოჯახო ბიზნესს სავიტრი თავად ჩაუდგა სათავეში. ის ინდოეთის რესპუბლიკის ჰარიანას შტატში მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2014 წლამდე, სანამ არჩევნებს წააგებდა.
$4.6 მილიარდის მფლობელია საქართველოს ყოფილი პრემიერი და ამჟამად მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. Forbes-ის სიაში ის 456-ე ადგილს იკავებს.
$1.7 მილიარდს ფლობს ბრიტანელი მაიკლ აშკროფტი. ის კონსერვატიული პარტიის დიდი ხნის მხარდამჭერია და წლების განმავლობაში ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა. პარლამენტი მან 2015 წელს დატოვა.
$2.8 მილიარდს ფლობს სებასტიან პინიარა და მისი ოჯახი. Forbes რეიტინგში ჩილეს ყოფილი პრეზიდნეტის ოჯახი 859-ე ადგილს იკავებს. ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა მან პირველად 2010 წელს დაიკავა და მას 2014 წლამდე ინარჩუნებდა. წარუმატებელი აღმოჩნდა პრეზიდენტობის ბოლო პერიოდი, – 2017 წლის დეკემბერში არჩეულმა პინიერამ თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა.
$5.7 მილიარდს ფლობს კიდევ ერთი რუსი პოლიტიკოსი სულეიმან კერიმოვი. ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა. მილიარდერების სიაში ის 265-ე ადგილზეა.
დატოვე კომენტარი