Forbes-ი იმ ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 31 მაისამდე პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
30 წლის არგენტინელი ლიონელ მესი პირველ ადგილზეა, იგი ბარსელონას შეუცვლელი ფორვარდია და მისი საერთო შემოსავალი 111 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასი და ბონუსები 84 მლნ დოლარია, ხოლო სარეკლამო შემოსავალი – 27 მლნ. მისი ძირითადი სპონსორებია: Adidas, Gatorade, Mastercard, Pepsi, Lay’s, Ooredoo, Huawei Technologies.
2017 შემოდგომაზე მესიმ გააგრძელა კონტრაქტი ბარსელონასთან და საერთო თანხამ 84 მლნ დოლარი შეადგინა. ეს არის 50%-ით მეტი, ვიდრე წინა კონტრაქტი იყო. ამის გარდა, ლეო მესი ზრდის თავის სარეკლამო პორტფოლიოსაც შემოსავლებთან ერთად. მის პარტნიორებს შორის არის ყველასთვის ცნობილი Adidas, და კატარული სატელეკომუნიკაციო კომპანია Ooredoo, ასევე ჩინური რძის მწარომებელი Mengniu. PepsiCo კვლავ აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროდუქტების პოპულარიზებაში მესის დახმარებით და ესენია: ჩიფსები Lay’s, ტონიკი Gatorade და საფირმო გაზიანი სასმელიც Gatorade Football Energy.
პორტუგალიელი კრისტიანუ რონალდუს წლიური შემოსავალი 108 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასი და წლიური ბონუსი 61 მლნ დოლარია, ხოლო შემოსავლები რეკლამიდან – 47 მლნ დოლარი. მისი მთავარი სპონსორები არიან Nike, Herbalife, Clear, American Tourister, CR7 jeans, fragrance, underwear, hotels, gyms.რონალდუმ რეალს 3 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, მისი კონტრაქტი გარანტირებულად მოქმედებს კიდევ 3 წელი, თუმცა ფაქტია პორტუგალიელს მეტი უნდა და ამიტომ,მისი მომავალი რეალში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. სარეკლამო შემოსავლებიდან მან წლიურად 47 მლნ დოლარი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
შემდეგ პოზიციაზე 26 წლის ბრაზილიელი ნეიმარია, მისი ჯამური შემოსავლები 90 მლნ დოლარია, საიდანაც ხელფასი და ბონუსები 73 მლნ დილარია და სარეკლამო შემოსავლები 17 მლნ. მისი სპონსორები და პარტნიორებია Nike, Red Bull, Gillette, Beats Electronics, McDonald’s.
მეოთხეზე ფრანგი პოლ პოგბაა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედშია და მისი წლიური შემოსავალი 29,5 მლნ დოლარია, საიდანაც ხელფასი არის 25 მლნ წელიწადში და 4,5 მლნ სარეკლამო შემოსავლებია, სადაც მისი პარტნიორია Adidas. 2016 წლის ზაფხულში შემდგარი მისი ტრანსფერი იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში იყო რეკორდული, – 105 მლნ ევრო.
მეხუთე ადგილზე ურუგვაელი ლუის სუარესია, როემლიც ასევე ბარსელონას გუნდშია. მისი წლიური შემოსავლები 26,9 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასი და ბონუსი 19,9 მლნ დოლარია, ხოლო 7 მლნ დოლარი სარეკლამოებია, სადაც მისი პარტნიორებია – Adidas, Pro Evolution Soccer, Gatorade. მის სარეკლამო პორტფოლიოშია რამდენიმე აზიური ბრენდიც: ჩინური Tronsmart გაჯეტები და Gome მობილური ტელეფონი, მის აქტივშია ტურისტული ოფისი მალაიზიაში.
მეექვსეზე ასევე არგენტილი სერხიო აგუეროა, რომელიც მაჩესტერ სითიში მოღვაწეობს. მისი წლიური ბონუსი 17 მლნ დლარია, რეკლამიდან კი ის წელიწადში 6,5 მლნ აგროვებს, მისი საერთო წლიური შემოსავლაი 23,5 მლნ დილარია. 2011 წელს აგუერო მანჩესტერ სითის 40 მლნ ევრო დაუჯდა და მას შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდია ყველა სეზონზე.
მეშვიდეზეა კიდევ ერთი არგენტინელი – ანხელ დი მარია, რომელიც „პარი სენ ჟერმენის” ღირსებას იცავს, რაც ფრანგებს წელიწადში 20,6 მლნ დოლარი უჯდებათ. ფეხბურთელი რეკლამიდან წელიწადში 2 მლნ დოლარს აგროვებს.
დატოვე კომენტარი