მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობების მიერ აღებული ვალის საერთო მოცულობა $63 ტრილიონს აჭარბებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საერთო მოცულობაში ყველაზე დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია. 2001 წელს აშშ-ს სახელმწიფო ვალი $6.9 ტრილიონს შეადგენდა, რაც იმ დროინდელი მშპ-ს 54% იყო, დღეს კი ქვეყნის ვალი $20 ტრილიონს აღემატება და მისი ეკონომიკის 107%-ია. ეს კი მსოფლიოს მთლიანი ვალის დაახლოებით 31%-ია.
მსოფლიოს საერთო ვალის ყველაზე დიდ წილს შემდეგი ქვეყნები იკავებენ:
ამერიკის შეერთებული შატატები
ვალის მოცულობა: $19.9 ტრილიონი;
მსოფლიოს საერთო ვალის 31,8%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 107.1%
იაპონია
ვალის მოცულობა: $11.8 ტრილიონი;
მსოფლიოს საერთო ვალის 18,8%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 239.3%
ჩინეთი
ვალის მოცულობა: $4.9 ტრილიონი;
მსოფლიოს საერთო ვალის 7.9%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 44.3%
იტალია
ვალის მოცულობა: $2.4 ტრილიონი;
მსოფლიოს საერთო ვალის 3.9%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 132.6%
საფრანგეთი
ვალის მოცულობა: $2.3 ტრილიონი;
მსოფლიოს საერთო ვალის 3,8%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 96.3%
გამოდის, რომ მსოფლიოს 5 ქვეყნის სახელმწიფო ვალი მთლიანი მოცულობის 66%-ს იკავებს. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლის ვალის მოცულობაც ქვეყნის მშპ-ს ყველაზე დიდ წილს შეადგენს, ხუთეული შემდეგია:
იაპონია
ვალის მოცულობა – $11.8 ტრილიონი
მსოფლიოს საერთო ვალის 18,8%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 239.3%
საბერძნეთი
ვალის მოცულობა – $353 მილიარდი
მსოფლიოს საერთო ვალის 0.6%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 181.6%
ლიბანი
ვალის მოცულობა – $75 მილიარდი
მსოფლიოს საერთო ვალის 0.1%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 148.7%
იტალია
ვალის მოცულობა: $2.4 ტრილიონი;
მსოფლიოს საერთო ვალის 3.9%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 132.6%
პორტუგალია
ვალის მოცულობა: $267 მილიარდი
მსოფლიოს საერთო ვალის 0.4%;
ვალის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან – 130.3%
დატოვე კომენტარი