სხვადასხვა გათვლებით, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 2025 წლისათვის 8.1 მილიარდი ადამიანი იქნება. პოპულაციის ზრდის მაჩვენებელი კი ყველაზე მეტად კონცენტრირებული აფრიკულ და აზიურ ქალაქებში იქნება.
მსოფლიოს ყველაზე სწრაფად ზრდადი ქალაქების უმეტესობა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. მეტიც, 20 ყველაზე სწრაფად ზრდადი ქალაქიდან 17 სწორედ აქაა. საინტერესოა ისიც, რომ 20-დან 4 ყველაზე სწრაფად ზრდადი ქალაქი ნიგერიაშია. აღნიშნული ეფექტი კი შობადობის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებლებით აიხსნება მთელი აფრიკის კონტინენტზე.
მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წელს ფერტილობის მაჩვენებელი სუბ-საჰარას რეგიონში 4.6 იყო. ფერტილობის გლობალური მაჩვენებელი კი 2.4-ს უდრის.
ნიგერიის ეკონომიკა მეტწილად ნავთობზეა დამოკიდებული. ამის გამო კი მას აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. აღნიშნულმა ფაქტორმა ნიგერიაში შობადობის მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა. თუმცა, ნიგერიისათვის აღნიშნული მოვლენა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების მომტანია. ეკონომიკურმა აღმავლობამ ბუნებრივად გაზარდა სოფლიდან ქალაქისაკენ მიგრაცია. ამან კი სოფლის მეურნეობის წარმოების ტემპები მნიშვნელოვნად შეამცირა. შესაბამისად, ამჟამად ნიგერიას ძირითადი საკვების იმპორტირება უწევს მაღალ ფასად.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ სიაში მხოლოდ ერთი ჩინური ქალაქი მოხვდა, რაც ქვეყნის პოპულაციის ზრდის ტემპის შენელების პირდაპირი გამოხატულებაა.
იმავე მაჩვენებლით პირველ ადგილას ევროპაში რუსული ქალაქი ბალახიშაა, რომლის ზრდის ტემპიც მხოლოდ 2%-ს უტოლდება. ცნობისათვის, ტოპ 20 ყველაზე სწრაფად ზრდადი ქალაქიდან მე-20 ადგილზე მყოფის, გომას ზრდის ტემპი 5.14%-ია.
დატოვე კომენტარი