თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქლაუდ-ტექნოლოგია ის მიმართულებაა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის დღევანდელი დღეცაა და მომავალიც, რადგან შესაძლებლობები, რომელსაც ის კომპანიებს სთავაზობს – უსაზღვროა. ამ მიმართულების მნიშვნელობას ხვდებიან, როგორც დამფუძნებლები, რომლებიც ასეთი ტიპის კომპანიებს ქმნიან, ასევე ინვესტორები, რომლებიც მათ ფინანსური სახსრებით ამარაგებენ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქლაუდ-ტექნოლოგიებით და ამ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიებით ინტერესდება მედიაც, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკული Forbes-ი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების რეიტინგი, უკვე მეშვიდედ შეადგინა.
გლობალური ქლაუდ-ინდუსტრიის წარმატებაზე ამ მიმართულებით არაერთი საჯარო კომპანიის არსებობაც მიუთითებს, რომლებიც, ბოლო წლებში, სოკოებივით ამოიზარდნენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიების გასაჯაროების ეს ტენდენცია მიმდინარე მოსალოდნელი რეცესიისა და მსოფლიოში სხვა მიმდინარე კრიზისების ფონზე შენელდა – საფონდო ბირჟაზე შარშან დალისტული თერთმეტი კომპანიიდან, რაც, თავისთავად, ექვსით ნაკლებია, ვიდრე 2020-ში, თერთმეტივეს აქციათა ფასი დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე IPO-ს დროს.
საფონდო ბირჟაზე გამეფებული ერთგვარი ზამთრის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო ქლაუდ-კომპანიები საჯაროდ გადაკეთებას არ ჩქარობენ – მათ შორისაა ონლაინგადახდების პლატფორმა Stripe-ი, კომერციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Databricks-ი და გრაფიკული დიზაინის ავსტრალიური პლატფორმა, Canva.
აქვე უნდა ითქვას, რომ საფონდო ბირჟისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, Forbes-ის 2022 წლის რეიტინგში რამდენიმე საინტერესო სიახლეც დაფიქსირდა. საკოლაბორაციო საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ამერიკული Miro, მაგალითად, მიმდინარე რეიტინგში ოცდათორმეტი ადგილით დაწინაურდა და მე-4 ადგილი დაიკავა. რეიტინგში პირველად მოხვდნენ კანადური და ფინური კომპანიები, ხოლო საერთო ჯამში, რეიტინგს ოცი ახალწვეული ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მსოფლიოს საუკეთესო ქლაუდ-კომპანიების 2022 წლის რეიტინგი ფინანსურადაც გამოირჩევა – სიაში მოხვედრილი კომპანიების ჯამური ღირებულება $100 მილიარდზე მეტით აღემატება შარშან დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, გაზრდილია, როგორც ჯამური, ასევე საშუალო და მედიანური მაჩვენებლებიც, რაც მთლიანი ქლაუდ-ინდუსტრიის ზრდაზე მიუთითებს.
საინტერესოა ისიც, რომ წლევანდელი რეიტინგი გენდერულად მრავალფეროვანიცაა, მაგრამ ცხადია, რომ ამ მიმართულებით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. თუმცა, მცირე პროგრესი მაინც შეინიშნება: რეიტინგში მოხვედრილ რვა კომპანიას ქალები ხელმძღვანელობენ, რაც ორით მეტია, ვიდრე შარშან.
ამერიკული Forbes-ის რეიტინგი სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის საჯარო ქლაუდ-კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანებელისგან შემდგარმა ოცდაექვსკაციანმა ჟიურიმ შეადგინა – კომპანიები მათ ზრდის ტემპის, გაყიდვების მაჩვენებლების, ფინანსური შეფასების, კორპორაციული კულტურისა და რეპუტაციის მიხედვით შეარჩიეს.
ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს საუკეთესო კერძო ქლაუდ-კომპანიების 2022 წლის რეიტინგის პირველ ოცეულს, Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.
N1 – Stripe
სფერო – ფინანსური ინფრასტრუქტურა
ღირებულება – $95 მილიარდი
CEO – პატრიკ კოლისონი
დასაქმებული – 8,000 ადამიანი
HQ – დუბლინი, ირლანდია; სან-ფრანცისკო, აშშ
N2 – Databricks
სფერო – დატა და ხელოვნური ინტელექტი
ღირებულება – $38 მილიარდი
CEO – ალი გოდსი
დასაქმებული – 4,000 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N3 – Canva
სფერო – ციფრული კომუნიკაციები
ღირებულება – $40 მილიარდი
CEO – მელანი პერკინსი
დასაქმებული – 3,100 ადამიანი
HQ – სიდნეი, ავსტრალია
N4 – Miro
სფერო – ციფრული კოლაბორაცია
ღირებულება – $17.5 მილიარდი
CEO – ანდრეი ხუშიდი
დასაქმებული – 1,744 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N5 – Figma
სფერო – კოლაბორაციული დიზაინის პლატფორმა
ღირებულება – $10 მილიარდი
CEO – დილან ფილდი
დასაქმებული – 750 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N6 – Airtable
სფერო – აპლიკაციების შესაქმნელი პლატფორმა
ღირებულება – $11.7 მილიარდი
CEO – ჰავი ლიუ
დასაქმებული – 1,000 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N7 – ServiceTitan
სფერო – პროგრამული უზრუნველყოფა
ღირებულება – $9.5 მილიარდი
CEO – არა მაჰდესიანი
დასაქმებული – 2,300 ადამიანი
HQ – გლენდეილი, აშშ
N8 – Talkdesk
სფერო – პროგრამული უზრუნველყოფა
ღირებულება – $10 მილიარდი
CEO – ტიაგო პაივა
დასაქმებული – 2,100 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N9 – Plaid
სფერო – ფინანსური მონაცემების დაკავშირება
ღირებულება – $13.4 მილიარდი
CEO – ზაკ პერეტი
დასაქმებული – 1,200 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N10 – Attentive
სფერო – SMS-მარკეტინგი
ღირებულება – $7 მილიარდი
CEO – ბრაიან ლონგი
დასაქმებული – 1,300 ადამიანი
HQ – დისტანციური ოფისი, აშშ
N11 – Celonis
სფერო – პროცესების ავტომატიზაცია
ღირებულება – $11 მილიარდი
CEO – ალექს რინკე, ბასტიან ნომინახერი
დასაქმებული – 2,800 ადამიანი
HQ – მიუნხენი, გერმანია; ნიუ-იორკი, აშშ
N12 – Grammarly
სფერო – საკომუნიკაციო დახმარება
ღირებულება – $13 მილიარდი
CEO – ბრედ ჰუვერი
დასაქმებული – 800 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N13 – Zapier
სფერო – სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია
ღირებულება – $5 მილიარდი
CEO – უეიდ ფოსტერი
დასაქმებული – 650 ადამიანი
HQ – დისტანციური ოფისი, აშშ
N14 – Gong
სფერო – შემოსავლების ავტომატიზაცია
ღირებულება – $7.25 მილიარდი
CEO – ამიტ ბენდოვი
დასაქმებული – 1,000 ადამიანი
HQ – პალო-ალტო, აშშ
N15 – Checkout.com
სფერო – ონლაინგადახდები
ღირებულება – $40 მილიარდი
CEO – გილმო პუსო
დასაქმებული – 2,000 ადამიანი
HQ – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
N16 – Checkr
სფერო – ბექგრაუნდ-შემოწმება
ღირებულება – $5 მილიარდი
CEO – დენიელ იანისი
დასაქმებული – 1,300 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N17 – Gusto
სფერო – სახელფასო აღრიცხვა, კორპორაციული ბენეფიტები და HR-მომსახურება
ღირებულება – $9.5 მილიარდი
CEO – ჯოშ რივსი
დასაქმებული – 2,400 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N18 – Klaviyo
სფერო – eMail-მარკეტინგი და SMS-მარკეტინგი
ღირებულება – $9.5 მილიარდი
CEO – ენდრიუ ბიალეკი
დასაქმებული – 1,559 ადამიანი
HQ – ბოსტონი, აშშ
N19 – Carta
სფერო – კაპიტალის მენეჯმენტი
ღირებულება – $7.4 მილიარდი
CEO – ჰენრი უორდი
დასაქმებული – 1,618 ადამიანი
HQ – სან-ფრანცისკო, აშშ
N20 – Snyk
სფერო – დეველოპერული უსაფრთხოება
ღირებულება – $8.6 მილიარდი
CEO – პიტერ მაკკეი
დასაქმებული – 1,300 ადამიანი
HQ – ბოსტონი, აშშ