მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრები 2025 წელს

ფინანსური ცენტრები თანამედროვე ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ისინი მსოფლიო მასშტაბით კაპიტალის მობილიზებას, ვაჭრობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას უწყობენ ხელს. გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის (GFCI) 37-ე გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრების ჩამონათვალი შემოგვთავაზა.

ცნობისთვის, GFCI 37 შედგენილია 140 შეფასების საზომის გამოყენებით წყაროებიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და გაერო. ისინი გაერთიანებულია GFCI-ის ონლაინკითხვარიდან შეგროვებულ შეფასებებთან – სულ გამოყენებულია 4946 რესპონდენტის 31,314 შეფასება.

GFCI-ის მოდელში, რომელმაც მთლიანობაში 119 ფინანსური ჰაბი შეაფასა, გამოყენებული ფაქტორები კონკურენტუნარიანობის ხუთ სფეროდ არის დაჯგუფებული:

  • ბიზნესგარემო: სისტემების გამჭვირვალობა და სტაბილურობა, მარეგულირებელი სირთულე
  • ადამიანური კაპიტალი: კვალიფიციურ პროფესიონალებზე წვდომა, განათლებაში ინვესტიციები
  • ინფრასტრუქტურა: ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ხარისხი
  • ფინანსური სექტორის განვითარება: კლიენტებისთვის ხელმისაწვდომობა, ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავება
  • რეპუტაცია: სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების სანდოობა

20 ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში (2025 წელი): 

ქალაქიპოზიციასარეიტინგო ქულა
ნიუ-იორკი1769
ლონდონი2762
ჰონგ-კონგი3760
სინგაპური4750
სან-ფრანცისკო5749
ჩიკაგო6746
ლოს-ანჯელესი7745
შანხაი8744
შენჭენი9743
სეული10742
ფრანკფურტი11741
დუბაი12740
ვაშინგტონი13739
დუბლინი14738
ჟენევა15737
ლუქსემბურგი16736
პარიზი17735
ამსტერდამი18734
ბოსტონი19733
პეკინი20732

როგორც ხედავთ, ტოპ-10-ში შემავალი ფინანსური ცენტრებიდან ოთხი ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ აშშ-ში მდებარეობს: ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო და ლოს-ანჯელესი. საშუალოდ, ამ რეგიონში არსებული ცენტრების რეიტინგი 1.41%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ევროპას, აქ დომინაციას ლონდონი ინარჩუნენს, რომელიც რეგიონის შვიდ სხვა ქალაქთან ერთად გლობალურ ტოპ-20-ში მოხვდა. ანგარიშის თანახმად, დასავლეთ ევროპაში საშუალო რეიტინგი 2.14%-ით გაიზარდა.

ტოპ-20-ში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ექვსი ფინანსური ცენტრი მოხვდა, რომელთაგან ოთხი ჩინეთში მდებარეობს – ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, შანხაი, შენჭენი და პეკინი). ამ რეგიონის საშუალო რეიტინგი 2.06%-ით გაიზარდა.

ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის წამყვან ცენტრებს დუბაი და აბუ-დაბი წარმოადგენს. პირველი მათგანი გლობალური სიის ტოპ-20-ში გვხვდება. მან GFCI 37-ში ოთხი პოზიციით აიწია და, როგორც ჩამონათვალშიც შენიშნავდით, მე-12 ადგილი დაიკავა.