საქართველოს წამყვანმა ლოგისტიკურ-ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Cargon-მა მსოფლიოს უდიდესი ლოგისტიკური სტარტაპისგან, Flexport-ისგან ინვესტიცია მოიზიდა, – სიახლის შესახებ ინფორმაცია Cargon-ის თანადამფუძნებელმა, ვანო ჩალაძემ გაავრცელა.
„Flexport-ისგან ინვესტიციის მოპოვება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. მოგეხსენებათ, Flexport-ი ლოგისტიკის ინდუსტრიის უდიდესი სტარტაპია და Cargon-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია ჩვენს რეგიონში ჩვენი დღევანდელი და სამომავლო საქმიანობის აღიარებას ნიშნავს. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, რომელიც ჩვენი პროდუქტის განვითარებაში დაგვეხმარება. მინდა აღვნიშნო, რომ Flexport-თან ერთად პარტნიორობას დავიწყებთ რეგიონული ლოგისტიკის მიმართულებით, რაც მათი მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისების მიწოდებას გულისხმობს“, – განაცხადა ვანო ჩალაძემ Forbes Georgia-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ Cargon-ი ჭკვიან ლოგარითმებზე აგებული ვებპლატფორმა და აპლიკაციაა, რომელიც მაქსიმალურად ამარტივებს ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის მომსახურებას, როგორც დამკვეთისთვის, ასევე ექსპედიტორისთვის. უშუალოდ სტარტაპი კი, საკმაოდ წარმატებულია – 2020 წელს, Cargon-ი 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული გახდა.
დატოვე კომენტარი