მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების ქონება მილიარდებს აღემატება, მათი საერთო ქონება კი $1.4 ტრილიონს უდრის. მსოფლიოს 10 უმდიდრესი ოჯახის რეიტინგი Bloomberg-მა შეადგინა.
პანდემიამ დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსურად შეარყია, თუმცა, ამ სიაში ჩამოთვლილი ოჯახები ცხოვრებას ჩვეული რიტმით აგრძელებდნენ. ქვემოთ წარმოდგენილია Bloomberg-ის 2020 წლის რეიტინგი:
უოლტონების ოჯახი – ქონება: $215 მილიარდი
სემი და ბადი უოლტონი აშშ-ში 1962 წელს დაარსებული ჰიპერმარკეტის ქსელის Walmart-ის დამფუძნებლები არიან. Walmart-ის გაყიდვებმა 2018 წელს $514.4 მილიარდი შეადგინა, რამაც ის უდიდეს რითეილ-კომპანიად აქცია.
უოლტონების ოჯახის ქონება სამი თაობის წევრებს შორის არის განაწილებული, მათ შორის სემ უოლტონის სამი შვილია: რობი, ჯიმი და ელისი, რომელიც თავისი $56.8 მილიარდიანი ქონებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონია.
მარსების ოჯახი – ქონება: $120 მილიარდი
ჟაკლინ და ჯონ მარსებს ტკბილეულის მაწარმოებელი უდიდესი კომპანიის დიდი წილი მემკვიდრეობით გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ Mars Inc.-ი M&Ms-ის, Milky Way-ს და Mars Bars-ის მეპატრონეა. Mars Inc.-ის წლიური შემოსავალი $38 მილიარდს შეადგენს.
კოხების ოჯახი – ქონება: $109.7 მილიარდი
ჩარლზმა და დეივიდ კოხებმა მამის ნავთობგადამამუშავებელი კომპანია დიდ კონგლომერატად – Koch Industries-ად აქციეს. Koch Industries-ის წლიური შემოსავალი $115 მილიარდია, შესაბამასიდან მისი მფლობელებიც ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახს წარმოადგენენ.
ალ საუდის ოჯახი – ქონება: $95 მილიარდი
Bloomberg-ის მიხედვით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ალ-საუდების სიმდიდრე საუდის არაბეთის ნავთობის ინდუსტრიიდან, სახელმწიფო კონტრაქტებიდან და სხვა ინვესტიციებიდან მომდინარეობს.
ამბანების ოჯახი – ქონება: $81.3 მილიარდი
ამბანების ოჯახის სიმდიდრე Reliance Industries-დან მოდის. Reliance Industries ინდური კონგლომერატია, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს აერთიანებს.
დიუმების ოჯახი – ქონება: $63.9 მილიარდი
დიუმების ოჯახის მთავარი შემოსავალი Hermès-ია. პიერ-ალექსის დიუმა კომპანიის კრეატიული დირექტორია, ხოლო აქსელ დიუმა Hermès-ის თავდმჯდომარეა.
უერთაიმერების ოჯახი – ქონება: $54.4 მილიარდი
უერთაიმერების სიმდიდრე პიერ უერთაიმერის 1920 წელს დაარსებული ბრენდის, Coco Chanel-ის შემოსავლიდან მომდინარეობს. ცნობისთვის, Coco Chanel-ის წლიური შემოსავალი გასულ წელს $12.3 მილიარდს უდრიდა.
ჯონსონების ოჯახი – ქონება: $46.3 მილიარდი
Fidelity Investments-ის CEO-ს ებიგეილ ჯონსონის ბაბუამ ეს კერძო საინვესტიციო კომპანია 1946 წელს დააარსა. ებიგეილის ქონება ოჯახის სამ თაობას შორის არის დანაწილებული.
ბერინგერების და ფონ ბაუმბახის ოჯახები – ქონება: $45.7 მილიარდი
ბერინგერებისა და ფონ ბაუმბახის ოჯახები 130 წლის გერმანული ფარმაცევტული კომპანიის, Boehringer Ingelheim-ის მფლობელები არიან.
ალბრეხტების ოჯახი – ქონება: $41 მილიარდი
თეო და კარლ ალბრეხტები სუპერმარკეტთა ქსელის Aldi-ს დამფუძნებლები არიან. დიდი კომპანია ორად არის დანაწილებული, Aldi Nord და Aldi Sud. Aldi-ს დაახლოებით 10,000-ზე მეტი მაღაზია აქვს. გარდა ამისა, თეო ალდიმ Trader Joe’s-ი შეიძინა და მისგან ქსელი გააკეთა, სადაც 350-ზე მეტი მაღაზიაა გაერთიანებული.
დატოვე კომენტარი