Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის პირველი შვიდეული ერთ დღეში $8,3 მილიარდით გამდიდრდა. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბილ გეითსის ქონება 12 სექტემბერს $277 მილიონით გაიზარდა და $85,3 მილიარდს მიაღწია. ამის მიზეზი Microsoft -ის აქციების ფასის 1,05%-იანი მატება გახდა $74,7-მდე. დღეს გეითსის ქონება $85.4 მილიარდს შეადგენს.
გაიზარდა Amazon-ის აქციების ფასიც. 1,25%-იანი მატების შემდეგ კომპანიის აქციები $977,9-იან ნიშნულზე ივაჭრება. შედეგად, კომპანიის დამფუძნებლის ქონება $83,3 მილიარდამდე გაიზარდა. დღეს მისი ქონება
$83.7 მილიარდს შეადგენს.
Zara-ს დამფუძნებლის ქონება გუშინ $2,2 მილიარდით გაიზარდა და $82,3 მილიარდი შეადგინა.
$926 მილიონით გამდიდრდა უორენ ბაფეტი და მისმა ქონებამ $76,4 მილიარდი შეადგინა. საკუთარ ქონებას $1 მილიარდი შემატა მარკ ცუკერბერგმაც. ამჯერად ცუკერბერგის ქონება $71.9 მილიარდს შეადგენს.
ერთ დღეში $661 მილიონით, $70,1 მილიარდამდე გაიზარდა კარლოს სლიმის ქონება.
12 სეტქემბერს Oracle-ის დამფუძნებლის ლარი ელისონის ქონება $975 მილიონით გაიზარდა და $63,5 მილიარდი შეადგინა.
ფრანგი ბიზნესმენის ბერნარ არნოს ქონება კი $1,3 მილიარდით გაიზარდა და $58,4 მილიარდი შეადგინა.
დატოვე კომენტარი