1987 წლის შემდეგ Dow Jones-ის ინდექსი რეკოდრულად შემცირდა, ამის მიზეზი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული საფრთხეები გახდა, რაც მთელ მსოფლიოზე აისახება. საფონდო ბირჟების დაცემის შედეგად მსოფლიოს უმდიდრესმა ოცმა ადამიანმა ჯამში ერთ დღეში $78 მლრდ-ზე მეტი დაკარგა.
ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა $8 მლრდ დაკარგა, Amazon-ის აქციები კი დაახლოებით 8%-ით შემცირდა. მას მოჰყვება ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ბერნარ არნო, რომლის ქონებაც ერთ დღეში $7,7 მლრდ-ით შემცირდა. შედეგად არნო, რომელიც რიგით მესამეა უმდირესი ადამიანების რეიტინგში, ახლა $82,5 მლრდ ქონებას ფლობს.
დიდი ზარალი მიადგა Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსაც, რომელმაც $5,7 მლრდ დაკარგა, რაც მისი ქონების 9%-ია. Oracle-ის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა კი $5,6 მლრდ იზარალა. თავად მისი კომპანიის აქციები 11%-ით დაეცა.
მილიარდერები საფონდო ბირჟების დაცემის ფონზე თანხებს თითქმის ყოველდღიურად კარგავენ.
დატოვე კომენტარი