მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ოთხშაბათს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალის გამო, $35 მილიარდი დაკარგეს. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა $1 დაკარგა, მას შემდეგ რაც Microsoft-ის აქციების ფასი, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 2,8%-ით დაეცა. 1,7 მილიარდი დოლარი დაკარგა ჯეფ ბეზონმა, მისი კომპანიის Amazon აქციები 2,2%-ით გაუფასურდა. შედეგად, ჯეფ ბეზოსმა მილიარდერების სიაში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. $335 მილიონი დაკარგა ამანსიო ორტეგამ.
ყველაზე დიდი დანაკარგი ტრამპის პოლიტიკური სკანდალების გამო Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განიცადა, მან დაახლოებით $2 მილიარდი დაკარგა თავისი კომპანიის აქციების 3,3%-იანი გაუფასურების გამო.
გლობალურმა საფონდო ინდექსებმა გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციები სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მეტად გაუფასურდა.
დატოვე კომენტარი