2016 წელს მსოფლიოში განხორციელებულმა საქონლის ექსპორტმა 19 ტრილიონ დოლარამდე შეადგინა. მსოფლიო ექსპორტში პირველობას არ თმობს ჩინეთი, რომლის ექსპორტი 2016 წელს 2 ტრილიონი დოლარი იყო (მსოფლიო ექსპორტის 11%). თუმცა, 2015 წელს ჩინეთის ექსპორტი 2.3 ტრილიონი დოლარი იყო და გასულ წელს შემცირდა.
მეორე ადგილზე აშშ-ია 1.5 ტრილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე გერმანიაა 1.3 ტრილიონი დოლარით. უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულს იტალია ასრულებს 436 მილიარდი დოლარით.
გრაფიკი: ტოპ 10 ექსპორტიორი ქვეყანა, მილიარდ დოლარებში
დატოვე კომენტარი