მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებლები

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებლები

2022 წელს ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა და 8-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც ენერგეტიკულ ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული არეულობის შედეგი იყო.

ნავთობკომპანიების მოგება ორჯერ გაიზარდა, ხოლო უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების ეკონომიკას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა.

რომელი ქვეყნები არიან მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები? ენერგეტიკის ინსტიტუტის „მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის“ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობმწარმოებელთა რეიტინგს და ვიზუალიზაციას.

ქვეყნების რეიტინგი 2022 წელს ნავთობის წარმოების მიხედვით

აშშ 2018 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებელია. 2022 წელს ამერიკამ დღეში საშუალოდ 18 მილიონამდე ბარელი აწარმოვა, რაც მსოფლიო მომარაგების თითქმის ერთი მეხუთედია.

აშშ-ში წარმოებული ნავთობის სამი მეოთხედი ხუთ შტატზე მოდის – ესენია: ტეხასი, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთი დაკოტა, ალასკა და კოლორადო.

ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს უმსხვილესი 10 ნავთობმწარმოებელი ქვეყნის რეიტინგი.

#

ქვეყანა2022 წ. წარმოება (1000 ბარელი დღეში)ცვლილება

წილი მსოფლიო წარმოებაში

1

აშშ

17,770

+6.5%18.9%

2

საუდის არაბეთი

12,136

+10.8%12.9%

3

რუსეთი

11,202

+1.8%

11.9%

4

კანადა

5,576

+3.0%

5.9%

5

ერაყი

4,520

+10.2%

4.8%

6

ჩინეთი

4,111

+2.9%

4.4%

7

არაბთა გაერთიანებული საამიროები

4,020

+10.4%

4.3%

8

ირანი

3,822

+4.6%

4.1%

9

ბრაზილია

3,107

+3.9%

3.3%

10

ქუვეითი

3,028

+12.0%

3.2%

სულ (მსოფლიო)

93,848

+4.2%

100.0%

რედაქტორი: ნიკოლო კონტე

დიზაინი: კრისტინა კოსტანდი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *