მსოფლიოში ელექტრონიკის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი (2000-2021 წწ)

მსოფლიოში ელექტრონიკის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი (2000-2021 წწ)

პერსონალური კომპიუტერებით დაწყებული, მეხსიერების ჩიპებით დასრულებული, ელექტრონიკით ვაჭრობას მნიშვნელოვანი როლი უკავია მსოფლიოს ეკონომიკაში. McKinsey Global Institute-ის მონაცემებით, 2021 წელს ელექტრონიკის გლობალურმა ექსპორტმა $4.1 ტრილიონს მიაღწია. წარმოდგენილი რეიტინგი McKinsey-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში ელექტრონიკის 10 უმსხვილეს ექსპორტიორს გამოავლენს და 2000 წლის შემდგომ ცვლილებებსაც განიხილავს.

ბოლო წლებში ელექტრონიკის გლობალურმა ვაჭრობამ აზიაში, კონკრეტულად კი ჩინეთსა და ტაივანში გადმოინაცვლა. 2021 წელს მსოფლიოში წარმოებული ელექტრონიკის 34%, რომლის ღირებულებაც $1.4 ტრილიონს უტოლდებოდა, ჩინეთზე მოდიოდა. ელექტრონიკით ვაჭრობაში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ჩინეთთან ერთად კი ტაივანია – ისეთი გიგანტი კომპანიების წყალობით, როგორიც, მაგალითად, TSMC-ია, კუნძულოვანი სახელმწიფო ნახევარგამტარების წარმოებაში წამყვან როლს ასრულებს.

თუმცა ჩინეთისა და ტაივანის წარმატების მთელ აზიაზე განზოგადება სწორი არ იქნება, რადგან ბოლო 23 წლის განმავლობაში, ქვეყანათა ნაწილში დაღმასვლაც შეინიშნება. თუნდაც იაპონიაზე 2000 წელს ელექტრონიკის გლობალური ექსპორტის 13% მოდიოდა, თუმცა 2021 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 4%-მდეა შენარჩუნებული. აზიის გარდა კი მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომლის 16%-იანი წილიც (2000 წელს) გლობალურ ექსპორტში 2021 წლის შედეგებით 4%-მდე იყო შემცირებული.

ცვლილებები რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. ელექტრონიკის შიდა წარმოების ნაცვლად, ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად ირჩევდა იმ ქვეყნებს, სადაც წარმოებასა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული ხარჯები ბევრად უფრო დაბალი იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში, შტატები ქვეყნის ფარგლებში ნახევარგამტარების წარმოების განახლებაზეა ფოკუსირებული, რისთვისაც პრეზიდენტმა ბაიდენმა $52.7-მილიარდიანი „ჩიპების აქტიც“ დაამტკიცა.

მსოფლიოში ელექტრონიკის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი (2000-2021 წწ)

ქვეყანაწილი გლობალურ ექსპორტში 2021 წ.წილი გლობალურ ექსპორტში 2000 წ.
ჩინეთი34%9%
ტაივანი11%6%
სამხრეთი კორეა7%5%
ვიეტნამი5%უცნობია
მალაიზია5%5%
იაპონია4%13%
აშშ4%16%
გერმანია4%5%
მექსიკა3%3%
ტაილანდი3%უცნობია
სხვა20%30%