მსოფლიოში ხუთიდან ოთხი ადამიანის სამსახურს პანდემიამ საფრთხე შეუქმნა

მსოფლიოში ხუთიდან ოთხი ადამიანის სამსახურს პანდემიამ საფრთხე შეუქმნა

მსოფლიოში კორონავირუსის კრიზისი 3,3 დასაქმებული ადამიანიდან 81%–ს შეეხო, ვინაიდან მათი სამუშაო ადგილი დროებით, ან სრულად დაიხურა.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრი კომპანიის დახურვა გამოიწვია. კომპანიები თანამშრომლებს ან სამუდამოდ, ან კიდევ დროებით უშვებენ სამსახურიდან.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) პანდემიის გლობალურ გავლენეის სწავლობს.

“დასაქმებულები და ბიზნესები კატასტროფის წინაშე არიან, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში“, – აცხადებს ILO–ის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი.

ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს.

ეპიდემია გლობალურად სამუშაო საათების 6,7%–ით შემცირებას გამოიწვევს 2020 წლის მეორე კვარტალში. ეს სრულ განაკვეთზე მომუშავე 195 მილიონი ადამიანის სამსახურის დაკარგვას ნიშნავს.

როგორც მოსალოდნელია ყველაზე მეტად არაბული ქვეყნები დაზარალდებიან, სადაც სამუშაო საათები 8,1%–ით იკლებს. როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს ყველაზე მწვავე კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათივე ცნობით, მსოფლიო დონეზე უმუშევრობის დონის ზრდა 2020 წლის განმავლობაში მეტწილად ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:

  • რამდენად სწრაფად აღდგება მსოფლიო ეკონომიკა 2020 წლის მეორე ნახევარში
  • რამდენად შეძლებს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდას ეფექტური ზომები

სხვადასხვა სექტორი შექმნილმა ვითარებამ სხვადასხვანაირად დააზარალა. გასაკვირი არაა, რომ განთავსებისა და კვების ინდუსტრია ყველაზე მეტად დაზარალდა იმის გამო რომ შეზღუდულია სოციალური ცხოვრება და მოგზაურობა. დაზარალდა ასევე წარმოების, რითეილის, უძრავი ქონების სექტორები და ბიზნესი. ამ ინდუსტრიებზე ერთად გლობალური მუშახელის  38%–ი მოდის ანუ 1,25 მილიონი ადამიანი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *