მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიორი ტოპ-10 ქვეყანა

2017 წელს მსოფლიო ექსპორტში პირველი ადგილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა დაიკავა. ექსპორტზე 740 მილიარდი დოლარის ავტომობილი გავიდა და ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა ნავთობის მსოფლიო ექსპორტი, რომელიც 2015 წლამდე პირველ ადგილს იკავებდა. 2016 წელთან შედარებით, 2017-ში ავტომობილების ექსპორტის ღირებულება 5.6%-ით გაიზარდა.

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში პირველ ადგილზე გერმანიაა, 157 მილიარდი დოლარის ექსპორტით, რომელსაც მსოფლიო ექსპორტის 21% უჭირავს. მეორე ადგილზე იაპონიაა 93 მილიარდი დოლარით და მსოლფიო ბაზრის 13%-იანი წილით. მესამეზე აშშ-ია 54 მილიარდი დოლარით.

ცხრილი: მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა ავტომობილების ექსპორტით, 2017 წელი

 

პროდუქცია

მილიარდი დოლარი

1

გერმანია

157

2

იაპონია

93

3

აშშ

54

4

კანადა

46

5

გაერთიანებული სამეფო

42

6

მექსიკა

42

7

სამხრეთ კორეა

39

8

ესპანეთი

36

9

ბელგია

33

10

საფრანგეთი

22

წყარო: The World Factbook

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *