„საქართველოს ბანკით დაინტერესების ერთგვარად უცნაური ისტორია მაქვს. როგორც წარჩინებულ სტუდენტს, უნივერსიტეტის რექტორმა მთხოვა, ტესტირებაში მიმეღო მონაწილეობა, რომელსაც ერთ-ერთი კომერციული ბანკი ატარებდა. თავიდან შეთავაზება მხოლოდ მონაწილეობის მიზნით მივიღე, თუმცა, მას შემდეგ რაც შედეგები გამოცხადდა და საკუთარი პასუხებით უკმაყოფილო დავრჩი, გადავწყვიტე, ეს მარცხი წარმატებად მექცია და ჩემი შესაძლებლობები პირველ რიგში საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა. თან, აუცილებლად პრესტიჟულ კომპანიაში. ასე გამოვეხმაურე საქართველოს ბანკის ვაკანსიას, სადაც უსაზღვრო შესაძლებლობების კარი გამიღეს“, – ასე იწყება საუბარი SOLO ლაუნჯის მენეჯერთან, ნანა სამინავასთან.
SOLO ეს არის პრემიალური საბანკო მომსახურება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ გამარტივებულ და კომფორტულ მომსახურებას, არამედ ზრუნავს მათ ყოველდღიურ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე. შესაბამისად, როგორც ნანა ამბობს, მისი გუნდის მიზანია, დაგროვილ გამოცდილებასა და მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით შექმნას ისეთი სერვისები და შეთავაზებები, რომელიც SOLO-ებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
თუმცა, SOLO-ს ბრენდის შექმნამდე და შემდეგ ამ მიმართულებით კარიერულ განვითარებამდე ნანამ გრძელი და საინტერესო გამოწვევებით სავსე გზა გაიარა.
“საქართველოს ბანკმა დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტობის პირველივე კურსზე მომცა, მაშინ საკმაოდ უჩვეულო იყო ფინანსურ კომპანიებში ასაკით პატარა კადრების მიღება და სწორედ ეს შესაძლებლობა აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო. ამ მოტივაციით დავიწყე კარიერული მოგზაურობა ოპერატორის პოზიციიდან და ყოველი წარმატებული წლის შემდეგ ახალი გამოწვევა ჩნდებოდა“, – ამბობს ნანა.
გვიყვება, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა – თავდაპირველად იყო ფიზიკური პირების, შემდეგ კი იურიდიული პირების კონსულტანტი, უნივერსალური ოპერატორი, სახელფასო პროგრამების კოორდინატორი, დეპოზიტების მენეჯერი.
„იმ პერიოდში, როდესაც დეპოზიტების მენეჯერად ვმუშაობდი, მოხდა SOLO-ს დაბადება. მახსოვს პრეზენტაცია, ამ დროს იმდენად დაუჯერებელ და წარმოუდგენელ მომსახურებაზე საუბრობდა პროექტის ხელმძღვანელი, მისი რეალობაში აღქმა საკმაოდ რთული იყო. დღეს კი უკვე სიამაყით წარმოვადგენ SOLO-ს და ძალიან მიხარია, რომ დაარსების დღიდან, მისი წარმატების ნაწილი ვარ“, – განმარტავს ნანა.
ამბობს, რომ SOLO-ს მუშაობის პრინციპი მარტივია – თითოეული წევრი ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდება და ერთად ზრუნავს, მომხმარებლისთვის შექმნას კომფორტული საბანკო გამოცდილება.
„ჩვენთვის საუკეთესო სერვისის შექმნის პროცესში ძალიან დიდ როლს ასრულებს მომხმარებლის სურვილები. ხშირად ვინტერესდებით მათი მოთხოვნებით და ვიღებთ ინოვაციურ გადაწყვეტებს. მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია ოჯახი, განათლება, განტვირთვა, მოგზაურობა და ა.შ როგორც ფინანსური საკითხები, შესაბამისად SOLO მომხმარებლებს გარდა საბანკო პროდუქტებისა აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სპეციალურად მათთვის შექმნილი არასაბანკო, Lifestyle შეთავაზებები“, – განმარტავს ნანა.
ამბობს, რომ მათი გუნდის მთავარი ღირებულება მომხმარებლის ნდობისა და კმაყოფილების მოპოვებაა, რასაც გულწრფელი ურთიერთობებით და მაქსიმალურად კლიენტზე ორიენტირებულობით ქმნიან.
„თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველა შეთავაზების უკან მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნა და საჭიროება დგას, რაც კიდევ უფრო ექსკლუზიურს და მიმზიდველს ხდის პროდუქტს. უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა როცა ვხედავ ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორ გვანდობს მომხმარებელი, სწორედ ეგ ნდობა და მადლიერება მიქმნის განწყობას და მაძლევს მოტივაციას, ერთგულებით გავატარო მე-19 კარიერული წელი საქართველოს ბანკში“, – აღნიშნავს ნანა.
ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს ბანკი ის ადგილია, სადაც იგრძნო მხარდაჭერის ძალა, გუნდის შესაძლებლობები და არაერთხელ დაიჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია.
რაც შეეხება ბანკში მიღებულ გაკვეთილებს, „საქართველოს ბანკში ვისწავლე, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მათ უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ, მთავარია დაისახო მიზანი, მოინდომო, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო და არ გაჩერდე!“ S