2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%–იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა“.
“ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენი ოპონენტები ორნიშნა ზრდასაც ახსენებენ, მაგრამ ჩვენ რომ გავითვალისწინოთ ის რეგიონული ტენდენციები და ზოგადად, მსოფლიო ტენდენციები, დამერწმუნეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ზრდა არის სულ რაღაც 0,1%, 5%-იანი ზრდა ეს არის ძალიან ამბიციური და გამბედავი განაცხადი. ჩვენ წელს უპრეცედენტოდ მაღალი 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ვალის დაფარვის ხარჯები 1 მილიარდი ლარი იქნება. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები 11.3 მლრდ ლარი იქნება – მშპ–ს 23.5%. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი 3.7 მლრდ ლარი – მშპ–ს 7.6% მიემართება.
დატოვე კომენტარი