ბოლო თვეებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები სწრაფად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება.
ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა ბოლო ვაჭრობაზე 8.3% შეადგინა, რაც 1.6% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო ხუთწლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა მაისში 12.1% შეადგინდა, რაც 3% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი 8.2%-მდე გაიზარდა, რაც 2.3% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე.
დატოვე კომენტარი