ბოლო თვეებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება.
ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთმა ბოლო ვაჭრობაზე 8.3% შეადგინა, რაც 1.6% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო ხუთწლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა აპრილში 10.3% შეადგინდა, რაც 1.2% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე.
დატოვე კომენტარი