მთავრობის პროგნოზით 2017 წელს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზრდება

მთავრობის პროგნოზით 2017 წელს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2017-2020 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობა 5.5%-იანი ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 5.5%-იანი ზრდა ნარჩუნდება 2018, 2019 და 2020 წლებშიც. 2017 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი 4 447 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა უკვე ცნობილია მიმდინარე წლის 7 თვის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2.7%-ია.

5%-იან იანფლაციას პროგნოზირებს მთავრობა 2017 წლისთვის, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ემთხვევა. 2018 წლიდან ინფლაცია 4.5%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო 2019 წლიდან 4%-მდე.

საგადასამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს 10%-ის ფარგლებში უნდა დაფიქსირდეს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 1% პუნქტით ნაკლებია და ექსპორტის იმპორტთან შედარებით უფრო სწრაფად ზრდას გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *