მწვანე ენერგიაზე გადასვლა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებს 2040 წლისთვის $13 ტრილიონი დაუჯდება. გავლენიანი ორგანიზაცია Carbon Tracker-ის ანგარიშის თანახმად, ნავთობის მოხმარების შემცირების შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს ახლა ვინმეს წარმოუდგენია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებს სახელმწიფო შემოსავლების 40%-იც კი დააკლდება. Carbon Tracker-ის ანგარიში ერთგვარი გამოსაფხიზლებელი დოკუმენტია ამ ქვეყნებისთვის, ვინაიდან ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გეგმები 2040 წლისთვის ნავთობის მოხმარების ზრდას ითვალისწინებს.
თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნავთობზე მოთხოვნა კლიმატური ცვლილებების შეჩერების მცდელობების შედეგად შემცირდება, ხოლო შავ ოქროზე ფასი იმაზე დაბალი იქნება, ვიდრე ინდუსტრია ელოდება.
ანგარიშში მთავარი აქცენტი კეთდება იმ 40 ქვეყანაზე, რომელთაც „ნავთობქვეყნებს“ უწოდებენ. მათგან ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტადაა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის წარმოებისგან მიღებულ შემოსავლებზე, ზოგი კი ნაკლებად. მაგალითად, ერაყისა და ეკვატორული გვინეის შემოსავლების 80% სწორედ ნავთობრესურსებზე მოდის. საუდის არაბეთის შემთხვევაში კი 60%-ია.
რაც შეეხება ნავთობის მოხმარების შედეგად ზარალს, ანგოლისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ზარალის ოდენობა 40%-იან ნიშნულს მიუახლოვდება. საუდის არაბეთის, ნიგერიისა და ალჟირის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 20%-დან 40%-მდე იქნება.
დატოვე კომენტარი