მუსიკალური ინდუსტრიის 2021 წლის ლიდერები უკვე ცნობილია

2021 წლის დასრულებასთან ერთად, მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმები ყველაზე ხშირად გაყიდული და მოსმენილი ალბომებისა და სიმღერების სიას აქვეყნებენ. მიმდინარე წელს Billboard-ის, Spotify-ის, Apple Music-ისა და iHeartRadio-ის რეიტინგებში რამდენიმე ცნობილ სახელს, მათ შორის არიანა გრანდეს, დუა ლიპას, ოლივია როდრიგოსა და BTS-ს განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით.  ვრცლად, მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმების რეიტინგი ასე გამოიყურება.

Billboard

2021 წლის რეიტინგში Billboard Hot 100-ის ლიდერი დუა ლიპას სიმღერა „Levitating“ გახდა, საუკეთესო შემსრულებლად კი Drake-ი დასახელდა. ქანთრის შემსრულებელი მორგან უოლენი, რომლის ვიდეოც რასობრივი შეურაცხყოფისთვის განხილვის თემად იქცა, Top 200 ალბომის ლიდერი გახდა, ნამუშევრისთვის Dangerous: The Double Album.

Spotify

1 იანვრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით სტრიმინგსერვის Spotify-ის მსმენელების რჩეული ოლივია როდრიგოს “driver’s license” გახდა, მომღერლის ალბომი Sour-ი კი ასევე ლიდერია თავის კატეგორიაში. რაც შეეხება შემსრულებელს, ზედიზედ უკვე მეორე წელია, პირველობას Bad Bunny არ თმობს, რომელმაც 2021 წლის მონაცემებით, 9,1 მილიარდი სტრიმინგი მოაგროვა.

Apple Music

BTS-ის სიმღერა “Dynamite”, 2020 წლის 16 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 ოქტომბრამდე, Apple Music-ზე ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერა გახდა. ყველაზე ხშირად Siri-ის დახმარებით მოძებნილი სიმღერა კი Masked Wolf-ის “Astronaut in the Ocean”-ია, 11,7 მილიონი მოთხოვნით.

iHeartRadio

ქვეყნის უდიდეს რადიოქსელში ლიდერი დუა ლიპას სიმღერა „Levitating“ გახდა, რომელმაც 1,2 მილიარდი მოსმენა დააგროვა. ყველაზე პოპულარული შემსრულებელი iHeartRadio-ზე არიანა გრანდეა, 2,6 მილიარდი მოსმენით.

წლევანდელ ჩარტებში რამდენიმე პოპულარული სიმღერა გასული წლიდანაც მოხვდა, მათ შორისაა არიანა გრანდეს, დუა ლიპასა და Bad Bunny-ის ნამუშევრები. გასული წელს გამოსულ სიმღერებს შორისაა BTS-ის“Dynamite”. სრულად წამყვანი სტრიმინგსერვისების რეიტინგი ასე გამოიყურება:

Billboard Hot 5 სიმღერა:

  1. “Levitating” — Dua Lipa
  2. “Save Your Tears” — The Weeknd ft. Ariana Grande
  3. “Blinding Lights” — The Weeknd
  4. “Mood” — 24Goldn ft. ian dior
  5. “Good 4 u” — Olivia Rodrigo

Spotify: Top-სიმღერები

  1. “drivers license” — Olivia Rodrigo
  2. “MONTERO (Call Me By Your Name) — Lil Nas X
  3. “STAY (With Justin Bieber) — The Kid Laroi
  4. “good 4 u” — Olivia Rodrigo
  5. “Levitating (ft. Da Baby)” — Dua Lipa

Apple Music: Top-სიმღერები

  1. “Dynamite” — BTS
  2. “drivers license” — Olivia Rodrigo
  3. “positions” — Ariana Grande
  4. “For The Night (ft. Lil Baby and Da Baby) — Pop Smoke
  5. “Blinding Lights” — The Weeknd

iHeartRadio: Top-სიმღერები

  1. “Levitating” — Dua Lipa
  2. “Save Your Tears” — The Weeknd
  3. “34+35” — Ariana Grande
  4. “Kiss Me More” — Doja Cat ft. Sza
  5.  “MONTERO (Call Me By Your Name) — Lil Nas X