ჩინეთი ნახევარგამტარების ინდუსტრიის განსავითარებლად $143-მილიარდიან პაკეტზე მუშაობს. მისი მთავარი მიზანი, ქვეყნის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჩიპების შიდა წარმოების ზრდა და აშშ-ის ქმედებებთან დაპირისპირებაა, რომლებიც ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების შენელებისკენაა მიმართული.
ჩინეთი, ძირითადად სუბსიდიებისა და საგადასახადო კრედიტების საშუალებით, ქვეყნის ფარგლებში ნახევარგამტარების წარმოებასა და კვლევით საქმიანობას გააფართოებს. როგორც ანალიტიკოსებიც მიიჩნევენ, იგი ინდუსტრიის მომავლის ფორმირებისკენ მიიღვწის და ცდილობს, გააძლიეროს სწორედ ის, რაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფისკალური სტიმულირების პაკეტი იქნება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.
ანონიმური წყაროების განცხადებით, ჩინეთის გეგმა შესაძლოა, მომავალი წლის პირველივე კვარტალში განხორციელდეს. ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი გამოყენებული იქნება ჩინური ფირმების, ძირითადად ნახევარგამტარების წარმოების ქარხნების მიერ, ქვეყნის შიდა წარმოების ნახევარგამტარი აღჭურვილობის შესყიდვების სუბსიდირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ფისკალური მხარდაჭერის გეგმა სწორედ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტმა ოქტომბერში ყოვლისმომცველი რეგულაციები დააწესა. რეგულაციები კვლევით ლაბორატორიებსა და კომერციულ მონაცემთა ცენტრებს ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომას უზღუდავს.
შეერთებული შტატები ასევე ლობირებს თავის ზოგიერთ პარტნიორს, მათ შორის იაპონიასა და ნიდერლანდებს, რათა ქვეყნებმა ჩინეთში ნახევარგამტარების დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობის ექსპორტი გაამკაცრონ.
დატოვე კომენტარი