EBRD-ის რიგით მეოთხე ლიტერატურული პრემიის ფინალისტები ცნობილია და მათ შორისაა ქართველი მწერალი, კინორეჟისორი და სცენარისტი ნანა ექვთიმიშვილი.
აღნიშნული ლიტერატურული პრემია პირველად 2017 წელს ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს €20,000 ოდენობის ფულად ჯილდოს გამარჯვებულისთვის.
EBRD–ის ლიტერატურული პრემია დაახლოებით 40 ქვეყნიდან, რომლებშიც ბანკი ინვესტიციას დებს, გამოარჩევს საუკეთესოდ ნათარგმნ ლიტერატურულ ნამუშევრებს. €20,000 ფულადი ჯილდო გადაეცემა მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნამუშევარს, რომელიც თავდაპირველად დაიწერა აღნიშნული ტერიტორიების რომელიმე ქვეყნის ენაზე და შემდგომ ითარგმნა ინგლისურად და გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს ან ევროპაში დაფუძნებული გამომცემლობის მიერ.
წლევანდელი პრემიის ფინალისტთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- მსხლების მინდორი (The Pear Field) – ნანა ექვთიმიშვილი; თარგმანი ელიზაბეტ ჰეიუეისა (Peirene Press); ენა: ქართული; ქვეყანა: საქართველო;
- ვარშავის მეფე (The King of Warsaw) – შჩეფან ტვარდოხი; თარგმანი შონ გასპერ ბაისა (Amazon Crossing); ენა: პოლონური; ქვეყანა: პოლონეთი;
- ბატონი ქეი (Mr K) – მატეი ვიშნიეკი; თარგმანი ჯოზეფინა კომპორალისა (Seagull Books); ენა: რუმინული; ქვეყანა: რუმინეთი.
EBRD-ის ლიტერატურული პრემია საერთაშორისო ლიტერატურული პრემიებიდან ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც თანაბრად აღიარებს როგორც ავტორს, ისე მთარგმნელს: გამარჯვებული ნამუშევარი მიიღებს €20,000 ფულად ჯილდოს, რომელიც თანაბრად გადანაწილდება ავტორსა და მთარგმნელზე. ანალოგიურად გაიყოფა დარჩენილი ორი ნამუშევრის €8,000 ოდენობის ფულადი ჯილდოც.
EBRD-ის 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ლაურეატის ვინაობა 1 ივნისს გამოცხადდება.
დატოვე კომენტარი