მას შემდეგ რაც დედამიწაზე მეხუთე თაობის(5G) კავშირი უკვე ხელმისაწვდომია, მისი წინამორბედი – 4G მთვარეზე მიემგზავრება. როგორც CNBC წერს, NASA აპირებს მეოთხე თაობის მობილური ქსელის მთვარეზე უზრუნველყოფას.
NASA-მ შეარჩია ფინური კომპანია Nokia იმისათვის, რომ მან შექმნას 4G მობილური კავშირი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე. ინფორმაცია Nokia-ში დაადასტურეს.
კომპანიის ამერიკული კვლევითი ნაწილი Bell Labs-ი NASA-ს სთავაზობს თავის აღჭურვილობას, რაც მას მთვარის კავშირის შესაქმნელად გამოადგება. როგორც მოსალოდნელია, 4G კავშირი ხელმისაწვდომი მთვარეზე 2022 წლის ბოლოსთვის გახდება.
ცნობისთვის, Artemis-ის პროგრამის ფარგლებში, NASA გეგმავს მთვარეზე ასტრონავტები 2024 წელს გაგზავნოს, რაც პირველი შემთხვევა იქნება ბოლო ხუთი ათწლეულის მანძილზე. ამ მიზნის მისაღწევად ამერიკული კოსმოსური სააგენტო ელონ მასკის SpaceX-ს, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ს და Dynetics-ს დაიხმარს, რათა ასტრონავტების მთვარეზე ტრანსპორტირება წარმატებით განახორციელოს.
Nokia-ს განცხადებით, 4G კავშირი ასტრონავტებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ ვიდეო ზარები, ასევე ხმოვანი შეტყობინებები და გაგზავნონ მნიშვნელოვანი მონაცემები და ინფორმაცია. მთვარეზე 4G-ის უზრუნველყოფის შემდეგ კი გეგმავენ უკვე 5G-ის უზრუნველყოფასაც.
NASA-ს განცხადებით, მათ Nokia $14.1 მილიონით უზრუნველყვეს.
დატოვე კომენტარი