NASA Space Apps Covid-19 Challenge Georgia-ს ერთერთი გამარჯვებული გუნდი 1300-ზე მეტი პროექტიდან ფინალში - ტოპ 40 გუნდში მოხვდა!

NASA Space Apps Covid-19 Challenge Georgia-ს ერთერთი გამარჯვებული გუნდი 1300-ზე მეტი პროექტიდან ფინალში - ტოპ 40 გუნდში მოხვდა!

პირველად, გუნდი საქართველოდან ტოპ 40 გუნდში მოხვდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1300-ზე მეტი გუნდიდან!

NASA Space Apps Challenge-ის ყოველწლიურ შეჯიბრებაში უკვე მესამე წელია საქართველოც აქტიურად ჩაერთო თბილისის სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით. ყოველწლიური შეჯიბრების გარდა, წელს მიმდინარე მოვლენების შედეგად გაჩნდა უშუალოდ პანდემიაზე ფოკუსირებული პროექტი NASA Space Apps Covid-19 Challenge, რასაც საქართველოში ტრადიციულად უმასპინძლა და ორგანიზება გაუწია თბილისის სტარტაპ ბიურომ. 

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე NASA, ევროპულ კოსმოსურ სააგენტო ESA-სა, იაპონურ აეროსფეის კვლევით სააგენტო JAXA-ს, კანადური კოსმოსური სააგენტო – CSA და კოსმოსის კვლევითი ფრანგული ნაციონალური ცენტრი – CNES-სთან ერთად, ამა წლის 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალური ჰაკათონი – NASA Space Apps COVID-19 Challenge ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მონაწილეებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნეს ვირტუალური გუნდები და დედამიწის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები.

გამოწვევები ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსისა და მისი გავრცელების შესწავლიდან, დამთავრებული იმ შედეგებით, რაც დაავადებამ მოუტანა დედამიწის სისტემას.

საქართველოს ჰაკათონის ერთერთმა გამარჯვებულმა გუნდმა სახელად NOtoNO2 გლობალურ ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია. NOtoNO2, რომლის კვლევის მიზანსაც წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედების წილის განსაზღვრა COVID19 პანდემიის ლეტალობაში, NASA-ს შეჯიბრების ფინალშია! 

მათი კვლევით უკვე დადასტურდა, რომ სიკვდილიანობა მჭიდროდ კორეგირებს პოპულაციის თავისუფალი რადიკალებით დაბინძურებულ ჰაერში ხანგრძლივი ცხოვრებით გამოწვეულ სასუნთქი ეპითელის დაზიანებასთან. კვლევით გამოვლინდა პოპულაციის ინფექციისადმი მდგრადობის გაზრდის ორი გზა: 

  1. შევამციროთ ჰაერის დაბინძურება ზოგადად და განვასახლოთ ინფექციისადმი მოწყვლადი პოპულაცია  სუფთა ჰაერის მქონე ტერიტორიებზე
  2. გავცეთ რეკომენდაცია მოსახლეობის მიმართ, რათა მათ საკვებად ჭარბად მიიღონ თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.
      კვლევის  მიხედვით მხოლოდ სოციალური ფაქტორები (კვების რაციონი, ჰაერის დაბინძურება) ზოგიერთ პოპულაციაში კოვიდ19 სიკვდილიანობას ამაღლებს 16,5%მდე, ხოლო ზოგ პოპულაციაში აქვეითებს 0,5%მდე. ჩვენი რეკომენდაციების დაცვა შესაძლებელს გახდის კოვიდ19 სიკვდილიანობა, დღეს მსოფლიოში საშუალო -5%დან დაქვეითდეს 1,5%-მდე. 

კვლევა კვლავ გრძელდება, გუნდის წევრები აგრძლებენ მუშაობას კვლევის ინტერნაციონალიზაციასა და გლობალურ ვალიდურობაზე.

          

ჯილდო გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულებისთვის მოიცავს ვიზიტს NASA-ში გამარჯვებული პროექტების წარსადგენად და იძლევა NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ღონისძიების, რომელიც საქართველოში ჩატარდა თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იყო, მთავარი პარტნიორები კი სექტორი 3, პროდემოსი, DataFest Tbilisi, Zoomout • ზუმაუთი და Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *