2018 წელს ნედლი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა შორის ისევ საუდის არაბეთი ლიდერობდა, რომელმაც ნავთობის ექსპორტისგან 182.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო და მისმა წილმა მსოფლიო ნავთობის ექსპორტში 15.9% შეადგინა. მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელმაც 129 მილიარდი აშშ დოლარის ნავთობის ექსპორტი განახორციელა (მსოფლიო ექსპორტის 11.3%).
ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი უჩვენებს, თუ რომელ ქვეყანას აქვს ნავთობის მეტი ექსპორტი მოცულობის მიხედვით, რადგან ყველა ქვეყანას ნავთობი ექსპორტზე დაახლოებით ერთი და იმავე ფასში – მსოფლიო ფასში გააქვს.
2018 წელს ჯამში მსოფლიოში 1.1 ტრილიონი დოლარის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი მსოფლიო ექსპორტის 6%-ია. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება 34%-ით გაიზარდა, 2014 წლის შემდეგ კი 19%-ით არის შემცირებული.
გრაფიკი: ნავთობის ექსპორტიორი ტოპ 10 ქვეყანა, მილიარდი დოლარი
დატოვე კომენტარი