ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ნავთობის ფასების კონტროლზე შეთანხმდნენ

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ნავთობის ფასების კონტროლზე შეთანხმდნენ

ნავთობზე ფასების შემცირებისა და მსოფლიო ეკონომიკაზე წნეხის შესამცირებლად, ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფოები წარმოების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ოპეკის წევრი ქვეყნები და რუსეთი აგვისტოდან ნავთობის წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდიან, რათა ბოლო სამი წლის განმავლობაში ნავთობის რეკორდულად გაზრდილი ფასი დაარეგულირონ.

მაგალითისათვის, Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი მხოლოდ წელს 43%-ით გაიზარდა და ბარელის ფასი დაახლოებით 74 ამერიკულ დოლარს უტოლდება.

გასულ წელს ოპეკმა და მისმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა თითქმის ნულოვანი მოთხოვნისა და ფასების კოლაფსის გამო, წარმოება რეკორდული რაოდენობით, დღეში 10 მილიონი ბარელით, შეამცირეს.

წელს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების პირობებში და გაზრდილი ინფლაციის პარალელურად, ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ნავთობის მწარმოებელი სახელმწიფოები წინა კვირების განმავლობაში გაზრდილი ფასის დარეგულირებას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულმა უთანხმოებამ პროცესი გააჭიანურა.

აბუ-დაბიმ მოსკოვისა და რიადის წინადადებები დაბლოკა მას შემდეგ, რაც მათგან უარი მიიღო მეტი ნავთობის წარმოების წინადადებაზე. აღნიშნულმა უთანხმოებამ სფეროს ექსპერტებში გააჩინა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად სტაბილურია OPEC+ ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში არსებული ნავთობის მარაგების 50%-ს ფლობს.

ახალი შეთანხმების თანახმად, ოპეკის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები აგვისტოდან წარმოებას დღეში 2 მილიონზე მეტი ბარელით გაზრდიან დეკემბრამდე ბაზარზე არსებული ფასების დასასტაბილურებლად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *