ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით $1-ით შემცირდა ბარელზე. Reuter-ის ცნობით, “ბრენტის“ ტიპის ნავთობმა $41.75 შეადგინა, რაც 2.1%-იანი შემცირებაა. ამასთან, აღნიშნული ფასი შავ ოქროზე ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალია.
რაც შეეხება WTI-ის ნავთობს, მისმა ფასმა დღევანდელი მონაცემებით ბარელზე $38.86 შეადგინა, რაც 2.3%-იანი შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად „OPEC+“-ის გადაწყვეტილებისა, შეემცირებინათ ნავთობის მიწოდება, შავი ოქროს ფასი მაინც მკვეთრად მერყევი და არასტაბილურია.
მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა საუდის არაბეთმა ოქტომბრისთვის ოფიციალური გასაყიდი ფასი ყველაზე დიდი მაჩვენებლით შეამცირა, საუბარია აზიისთვის მისაყიდ ნავთობზე, რომელიც საუდის არაბეთისთვის უდიდეს ბაზარს წარმოადგენს რეგიონების მიხედვით.
დატოვე კომენტარი