დეკემბერში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 116,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 21,3 ათასი ტონით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის, 2017 წლის დეკემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 43,9 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,6 ათასი ტონა), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 72,8 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 24,9 ათასი ტონა).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით დეკემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 34,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან:
რუსეთი – 32,0 ათასი ტონა (27,4%),
რუმინეთი – 28,5 ათასი ტონა (24,4%),
თურქმენეთი – 11,0 ათასი ტონა (9,4%);
ბულგარეთი – 6,2 ათასი ტონა (5,3%),
საბერძნეთი – 4,9 ათასი ტონა (4,2%).
დატოვე კომენტარი