Netflix-ი 2025 წლიდან მულტიფუნქციური პუნქტების გახნას გეგმავს, სადაც ფილმების თაყვანისმცემლებს ტანისამოსის შეძენის, თემატური საკვების დაგემოვნებისა და შესაძლოა, Squid Game-ის დაბრკოლებების გამოცდის საშუალებაც კი მიეცეთ. კომპანიის სამომხმარებლო პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტის, ჯოშ საიმონის ინფორმაციით, Netflix House-ი საცალო ვაჭრობის, სასადილოებისა და ცოცხალი გამოცდილების ნაზავი იქნება.
სტრიმინგ-ტელევიზიის პიონერი პირველ ორ პუნქტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2025 წელს გახნის. შემდგომ კი უკვე კონცეფციას მთელ მსოფლიოში გააფართოებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია pop-up-ფანთა გამოცდილებას უკვე წლებია, რაც ტესტავს. მათ შორის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული The Queen’s Ball: A Bridgerton Experience-ი, იმ პერიოდით შთაგონებული სასმელებითა და ცეკვებით სავსე ღამე. ასევე Netflix-ის pop-up მაღაზია ლოს-ანჯელესის სავაჭრო ცენტრში.
თემატური პარკების, ატრაქციონების, კოსტიუმების, სათამაშოებისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქტების თავიანთი პერსონაჟების პოპულარიზაციისთვის გამოყენება, მედიაკომპანიების მიერ დამკვიდრებული ჩვეული პრაქტიკაა. თუმცა, ეს Netflix-ისთვის ახალი ბიზნესია, სტრიმინგ-გიგანტს კი კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერები არაადეკვატური მარკეტინგული მცდელობებისთვის ხშირად აკრიტიკებენ.
ახლაც, მენეჯმენტი Netflix House-ს უფრო მეტად მისი სტატუსის პოპულარიზაციის საშუალებად განიხილავს, ვიდრე როგორც შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს – ყოველ შემთხვევაში, საწყისი ეტაპისთვის.
Netflix House-ს ექნება მბრუნავი ინსტალაციები, მათ შორის პოპულარული სერიებით შთაგონებული შოუები და რესტორნები, თემატური მენიუთი, რომელიც მოიცავს როგორც სწრაფი კვების, ასევე უფრო მაღალი კლასის საკვებსა და სასმელებს. ამჟამად კომპანია მისი ახალი წამოწყებისთვის პოტენციური ადგილების ძიებაშია.
სტრიმინგ-გიგანტი pop-up-გამოცდილებებს უკვე უზიარებს მომხმარებელს დიდ ქალაქებში, მათ შორის ტოკიოში, ნიუ-იორკსა და მეხიკოში. გარდა ამისა, Netflix-მა Stranger Things-ის დროებითი მაღაზიები პარიზში, ლას-ვეგასსა და ჩიკაგოშიც გახსნა.