Netflix-მა კონტენტ-დირექტორი ტედ სარანდოსი თანახელმძღვანელად დანიშნა. სარანდოსი მაშინ დააწინაურეს, როდესაც მესამე კვარტალში, Netflix-ის გამომწერთა ზრდა შენელდა იმაზე უფრო, ვიდრე უოლ სტრიტი პროგნოზირებდა.
მეორე კვარტალში, კომპანიის შემოსავალი 25%-ით $6.1 მილიარდამდე გაიზარდა. Netflix-ის აქციები კი, რომლებიც ყველაზე მომგებიან აქციებად ითვლება, 9.5%-ით შემცირდა.
ახალ წევრებთან ერთად, მსოფლიოს მოწინავე ე.წ. სტრიმინგ-სერვისით დაახლოებით 193 მილიონი ადამიანი სარგებლობს. როდესაც პანდემიის დროს ყველა სახლში დარჩა, ხოლო კინოთეატრები დაიხურა, Netflix-ი თავისი ონლაინ-სტრიმინგით დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მიუხედავად იმისა, რომ კინოინდუსტრია Covid-19-ის გამო დროებით შეჩერებულია, Netflix-ი მომხმარებელს ჰპირდება, რომ ახალი კინოებისა და გადაცემების გამოშვების განრიგი შეუცვლელი რჩება. თუმცა, კომპანია ამბობს, რომ 2021 წელს მეტი კინო ფილმი და გადაცემა გამოქვეყნებდა, ვიდრე 2020 წელს.
აღსანიშნავია, რომ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, Netflix-ის პროგნოზის მიხედვით, სტრიმინგ-სერვისს 2.5 მლნ ახალი გამომწერი ეყოლება. ანალიტიკოსები კი, 5.3 მლნ-ს ელიან.
დატოვე კომენტარი