Netflix–მა ვიდეოთამაშების შემქმნელი Night School Studio შეიძინა და ევროპის ბაზრისათვის უკვე ხუთი მობილური თამაში გამოუშვა. Netflix–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ ნაბიჯით შემოსავლების დივერსიფიკაციას ცდილობენ, რადგან მათ ბაზარზე დროთა განმავლობაში კონკურენციაც გაიზარდა.
Night School Studio ცნობილია თავისი სადებიუტო თამაშით „Oxenfree“, ზებუნებრივი ტინეიჯერული თრილერი საშინელებათა ჟანრის საუნდტრეკით. სტუდიის თამაშები, რომლებიც Sony–ს PlayStation–ზე, Microsoft–ის Xbox–სა და Nintendo Switch–ზეა ხელმისაწვდომი, სტრიმინგ გიგანტის ახლად შექმნილი ვიდეოთამაშების პორტფელში პირველი არამობილური თამაშები იქნება.
კომპანიაში განაცხადეს, რომ შოუებისა და ფილმების მსგავსად, ეს თამაშებიც მომხმარებელთა Netflix–ის წევრობის შემადგენლობაში ჩაერთვება, დამატებითი აპლიკაციებისა და რეკლამების შესყიდვის გარეშე.
ბოლო კვარტალური შემოსავლის წარდგენის დროს Netflix–ის წარმომადგენლებმა თამაშების ინდუსტრიაში შესვლის გეგმებზე ისაუბრეს. ახალი მოთამაშეები, როგორიცაა Disney+ და HBO Max, სწრაფად იძენენ აბონენტებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კონკურენციას და შესაბამისად შემოსავლებიც მცირდება.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ესპანეთსა და იტალიაში Netflix–ის გამომწერებისთვის უკვე დანერგეს „Stranger Things: 1984“, „Stranger Things 3: The Game“, „Card Blast“, „Teeter Up“ და „Shooting Hoops“ titles–ი Android- ზე. ხოლო პოლონეთში, სადაც „Stranger Things“ უკვე დანერგილია, მალე მიიღებენ წვდომას დამატებით სამ თამაშზე.
„თამაშებს კომპანიის კიდევ ერთ ახალ მიმართულებად განვიხილავთ, ისევე როგორც გაფართოებას ორიგინალურ ფილმებსა და ანიმაციებში. უკვე დროა, ვიმსჯელოთ, როგორ აფასებენ ჩვენი მომხმარებლები თამაშებს.“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დატოვე კომენტარი