პოპულარული სამხრეთკორეული სერიალი Squid Game-ი მალე ახალი სეზონით დაბრუნდება. ამის შესახებ Netflix-მა გუშინ ოფიციალურად განაცხადა. აღსანიშნავია, რომ Squid Game-ი Netflix-ის ყველაზე ყურებადი სატელევიზიო სერიალი 2021 წლის სექტემბერში, გამოსვლიდან მალევე გახდა.
სერიალის პოპულარობა ამ უკანასკნელის სიუჟეტმა განაპირობა. Squid Game-ში ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანები საბავშვო თამაშებში გამარჯვებით ცდილობენ ისეთი მოცულობის თანხას დაეპატრონონ, რომელიც მათ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
აქვე უნდა ითქვას, რომ სერიალმა პოპულარობა ყველა ასაკის ადამიანებში თანაბრად მოიპოვა. თუმცა, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა Netflix-ის სატელევიზიო შოუს კრიტიკა დაუპირისპირა და მისი სიუჟეტი კაპიტალისტური სამყაროს უარყოფით გავლენასთან დააკავშირა.
Netflix-ის მიერ გავრცელებულ წერილში, Squid Game-ის მეორე სეზონის შესახებ გარკვეული დეტალები სერიალის სცენარისტმა და რეჟისორმა გააჟღერა. მისი განმარტებით, სერიალში რამდენიმე პერსონაჟი კვლავ დაბრუნდება. ასევე გამოჩნდებიან ახალი ფიქციური პერსონაჟებიც.
სერიალის მეორე სეზონის გამოსვლის ზუსტი თარიღის შესახებ Netflix-ს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
დატოვე კომენტარი