მსოფლიოში COVID-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა. საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა მიმზიდველი გახდა დიდი მოთხოვნის მქონე მიწოდების ბაზრებისთვის. 2020 წელს CAMEX International-მა, რეგიონის ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაგადამზიდავმა კომპანიამ, წამოიწყო საჰაერო სატვირთო ავიახაზების – CAMEX Airlines -ის პროექტის განხორციელება.
დაფინანსების წყაროების მოზიდვისა და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ბიზნესგეგმის შედგენის შემდეგ, CAMEX Airlines-მა დაიწყო AOC სერტიფიცირების პროცესი, როგორც საჰაერო ტვირთების გადამზიდავმა კომპანიამ.
პროექტის განსახორციელებლად აქციონერებმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დიდი ფინანსური რესურსი გამოყვეს.
ამასთან, ავიაციის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებსაც აქვთ Lufthansa-სა და მსოფლიოს სხვა საუკეთესო ავიაკომპანიებთან მუშაობის გამოცდილება, შეიმუშავეს პროექტის ფინანსური და ბიზნეს გეგმა.
საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, CAMEX Airlines-ი ფრენებს განახორციელებს ტრანსკონტინენტური დიდი მოთხოვნების მქონე მარშრუტებზე.
ამჟამად, CAMEX Airlines-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო სალიზინგო კომპანიებთან და 2022 წლის ბოლომდე ოთხი სატვირთო ავიალაინერის ექსპლუატაციას გეგმავს.
ავიაკომპანიას მართავს დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც სამგზავრო და სატვირთო ავიკომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.
CAMEX Airlines-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები წამყვან საერთაშორისო გაყიდვების აგენტებთან კარგო ოპერირების დასაწყებად.
გარდა ამისა, ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს EASA-ს სერტიფიცირებულ ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებთან და მზად არის ოპერირება დაიწყოს AOC სერტიფიცირების პროცესის დასრულებისთანავე.
დატოვე კომენტარი